PLANET perfecto სასაწყობო ფართებისა და კორპუსების მშენებლობას იწყებს

გაუზიარე

11737927_890123824401155_3890285849252568895_nსამშენებლო კომპანია PLANETperfecto მომსახურების არეალს აფართოებს. კომპანია, რომელის ძირითად საქმიანობას აქამდე მხოლოდ დაკვეთით კერძო სახლების მშენებლობა, რემონტი და ეზოების მოპირკეთება წარმოადგენდა, ამიერიდან სასაწყობო ფართებსა და კორპუსებსაც ააშენებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ვეფხვაძემ განაცხადა.

” PLANETperfecto ყველაფერს აშენებს დაკვეთით. ანუ ჯერ გვაქვს დაკვეთა, ამის შემდგომ ვიწყებთ მშენებლობას. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს მშენებლობისადმი კომპლექსურ მიდგომას. კომპანიის კომპეტენტური პირი გაგიწევთ კონსულტაციას ნებისმიერ თემაზე. ასევე შეგიძლიათ გამოიძახოთ ჩვენი სპეციალისტი მიწის ნაკვეთზე ტერიტორიის გასაცნობად და ხარჯთაღრიცხვის დასამზადებლად. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ შეძენილი მიწის ნაკვეთი ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან სასურველი ადგილის შერჩევაში”, – აღნიშნა ვეფხვაძემ.

მისივე ინფორმაციით, სამშენებლო მასალების ნაწილს  PLANETperfecto თავად აწარმოებს, ნაწილი კი  ან უცხოეთიდან ჩამოაქვს, ან ადგილობრივი სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიებისგან ყიდულობს.

”ამ ეტაპზე გვაქვს რამდენიმე დაკვეთა, როგორც კერძო სახლების მშენებლობის კუთხით, ასევე დაგვიკვეთეს სასაწყობო ფართები”, – განაცხადა PLANETperfecto-ს დამფუძნებელმა.

სამშენებლო კომპანია PLANETperfecto 2012 წელს დაარსდა. ამ ეტაპზე კომპანიაში 50 ადამიანამდეა დასაქმებული.

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed