როგორ შევქმნათ სრულყოფილი გარე სივრცე

გაუზიარე

როგორ შევქმნათ ღია სივრცე,მიუხედავად იმისა გვაქვს თუ არა დიდი ეზო ან მხოლოდ აივანი, არაფერი შეედრება გარე მოსასვენებელ სივრცეს. იდეალური გარე სივრცის შექმნა – ეს ხელოვნებაა.

ამისათვის აუცილებლად დაგჭირდებათ გეგმარება, სწორი ავეჯი და აქსესუარები – თქვენ გადააქცევთ ეზოს, ტერასას ან აივანს თქვენი სახლის ორგანულ გაგრძელებლად – ერთ მთლიან ორგანიზმად.

 

გადაწყვიტეთ როგორ გამოიყენებთ სივრცეს

პატიო, ტერასები და აივნები უნივერსალურია. სანამ დაიწყებდეთ პროექტირებას აუცილებლად უნდა გადაწყვიტოთ რა დანიშნულებისათვის გსურთ გარე სივრცის გამოყენება.

უმეტეს შემთხვევაში ეს გადაწყვეტა დამოკიდებულია პარამეტრებზე: თუ გაქვთ დიდი ეზო, აუზით თქვენ შეგიძლიათ ის გარდაქმნათ მრავალფუნქციურ სივრცედ. ბინის მომცრო აივანი უმეტესად შეიძლება გამოვიყენოთ მოსასვენებელ ადგილად. ღია სივრცეები უმეტესად გამოიყენება სტუმრების მისაღებად, მზის აბაზანების მისაღებად, სადილის და ვახშმის სივრცედ ან ყველა ერთად ზემოთჩამოთვლილი. იფიქრეთ ზუსტად რისთვის გსურთ ეზოს გამოყენება სანამ ავეჯსა და აქსესუარებს შეიძენთ.

იფიქრეთ ესთეტიკაზე

შემდეგი ნაბიჯი დიზაინერული პროექტის მომზადების დროს არის გადაწყვეტა თუ როგორი იქნება ერთიანი ლანდშაფტი. ღია სივრცე ისე უნდა იყოს წარმოდგენილი თითქოს აგრძელებს თქვენი სახლის ინტერიერს. არ არის აუცილებელი იყოს იდენტური თქვენი სახლის ინტერიერის თუმცა ერთიან სახეს და დიზანს უნდა იმეორებდეს.

მაგალითად, თუ თქვენ გადაწყვიტეთ თქვენი სახლის დიზაინი ძველებურ სტილში, სავარაუდოდ არ მოგეწონებათ თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილი თქვენი პატიო. როდესაც გახვალთ გარეთ და შეგრძნება გიჩნდებათ თითქოს სხვის ეზოში ხართ.

დაიწყეთ გეგმარებაზე ფიქრი

თუ თქვენ უკვე გაქვთ ან გეგმავთ დეკორის ელემენტების შეძენას, მაინც შეგიძლიათ საწყის ეტაპზე დააგეგმაროთ სივრცე. იმის ცოდნით თუ რამდენის დაგეგმარების საშუალება გაქვთ, დაგეხმარებათ დარწმუნდეთ იმაში რომ თქვენ ყიდულობთ ავეჯს, აქსესუარებს და სხვადასხვა დეტალებს რომელიც თქვენი დიზაინისთვის იქნება.

თუ თქვენ აპირებთ სტუმრების მისაღები სივრცის მოწყობას გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი:

იფიქრეთ როგორ უნდა გადაადგილდეთ ამ სივრცეში, ასევე როგორ ივლიან სტუმრები ბარბექიუს ზონიდან სასადილო ზონამდე და პირიქით. უნდა შეიქმნას და დაგეგმარდეს მოძრაობის ნახაზი, რომ კომფორტული იყოს ზონებს შორის გადაადგილება და ერთი მეორეს არ შეეშალოს ხელი.

საერთო ხედი

რისი დანახვა გსურთ ? თუ თქვენ გაქვთ ღია აუზი ან შესანიშნავი ხედი, სავარაუდოდ მოგინდებათ მისით დატკბეთ, შესაბამისად ისე უნდა განაწილდეს ეზოს ავეჯი რომ მიმართული იყოს ხედისკენ. თუ თქვენ გაქვთ ბუხარი მის ირგვლივ აუცილებელია იყოს დასაჯდომი ადგილები რომ დატკბეთ ხედით.

თუ არ გაქვთ მსგავსი ტიპის ვიზუალურად აღსაქმელი დეტალები, შეიძლება მისი ხელოვნურად შექმნა, რომ ფოკუსირება მოხდეს მასზე. მაგალითად: საყვავილეები, ბუხრის მაგიდა, საზაფხულო სამზარეულო და სხვა დეტალი.

საჭმლის მომზადება

თუ თქვენ გაქვთ ზონა, სადაც შეიძლება მოამზადოთ საჭმელი სუფთა ჰაერზე , მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი გზა ამ სივრციდან შიდა სამზარეულომდე. ვინაიდან მოგიწევთ ჭურჭლის და სხვადასხვა აქსესუარების სამზარეულოდან გამოტანა და უკან წაღება.

და ბოლოს შეარჩიეთ ავეჯი

 

 

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed