როგორ შევარჩიოთ ოთახის ფერი?

გაუზიარე

მაშინ როდესაც ნაკლებ დროს ვხარჯავთ ოთახის ფერის შერჩევისას, არ ვითვალისწინებთ ჩვენს კონკრეტულ მოთხოვნილებებს ან უბრალოდ ტრენდის მიხედვით ვარჩევთ ფერს, ჩვენ უარს ვამბობთ იმ სარგებლის მიღებაზე, რომელსაც სწორად შერჩეული ფერის შემთხვევაში მივიღებდით.

პირველ რიგში, რაც უნდა გავითვალისწინოთ ისაა რომ თითოეულ ფერს თავის ფსიქოლოგია აქვს, იდეალური გარემოს შესაქმნელად კი ამის ჰარმონიული შეხამებაა საჭირო ჩვენს საკუთარ მოთხოვნილებებთან.

ფერები სამ ძირითად კაგეგორიებად იყოფა: აქტიური, პასიუსი და ნეიტრალური.

 იხილეთ რამდენი კონკრეტული ფერი ინტერიერის დიზაინის ნაწილად და მათი შეფასება:

sas

წითელი ენერგიულ ფერთა კატეგორიას მიეკუთვნება. კვლევების შედეგად დამტკიცებულია რომ წითლად შეღებილ ოთახში ყოფნისას სისხლის წნევა და გულის პულსი მატულობს, გამოყოფს ადრენალინს. შესაფერისია აქტიურობის განსაკუთრებულად  მოყვარული ადამიანებისათვის, რომლებიც მუდამ ცდილობენ ტონუსში ყოფნას.

 

20-Yellow-Living-Room

 

ყვითელი ბედნიერებისა და მხიარულების გამომხატველი ფერია. შესანიშნავი არჩევანია სამზარეულოებისათვის, მისაღები და სააბაზანო ოთახებისათვის. კორიდორებში და შემოსასვლელებში ყვითელი აღიქმება როგორც კეთილმოსურნე ფერი.

თუმცა, რეკომენდირებულია რომ ყვითელი ფერი ერთადერთ წამყვან ფერად არ გამოვიყენოთ ინტერიერის დიზაინის შემქნისას, რადგან მხოლოდ ამ ფერის ტონალობას შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის ხასიათზე გრძელვადიანი დროის მონაკვეთში, მაგალითისთვის დამტკიცებულია რომ ყვითელი ფერის ოთახებში ბავშვები უფრო მეტს ჭირვეულობენ და ტირიან.

ეს ფერი შესანიშნავი და იდეალურად დადებითია ფერთა კომბინაციის შექმნისას ოთახის შეღებვისას.

layout-of-the-House-in-the-cold-season

 

ლურჯი ფერი აღიქმება, როგორც დამამშვიდებელ, სარელქსაციო ფერად. განსაკუთრებით სასურველია სააბაზანოსა და საძინებელ ოთახში. თუმცა, გასათვალისწინებელია რომ ლურჯი ფერის სხვადასხვა ტონალობას სხვადასხვა გავლენა აქვს. ძალიან მუქი ლურჯის გადამეტებისას შესაძლოა დამთრგუნველი გარემო შეიქმნას, ნათელ ლურჯს კი უპირატესობა ენიჭება საოჯახო, მყუდრო გარემოს შესაქმნელად.

 

best-neutral-wall-painting-color-ideas-ikea-modern-living-room-photo-modern-yellow-sofa-ideas-white-double-washing-machine-blue-bed-cover-white-black-wall

 

ნეიტრალური ფერები (შავი, ნაცრისფერი, თეთრი და ყავისფერი) – ეს ფერები საბაზისო ფერებია ინტერიერის დიზაინის შექმნისას. რომელიმე მათგანი შესაძლოა დროდადრო აღარ იყოს პოპულარი, თუმცა მათი მოსახერხებელი ბუნებიდან გამომდინარე მუდმივად ინარჩუნებენ პოზიციას.

ნეიტრალური ფერები ის ფერებია, რომელთა არსებობაც ნებისმიერი ოთახში აუცილებელია, მიუხედავად იმისა თუ რომელ მთავარ ფერს ანიჭებთ უპირატესობას. ისინი ანეიტრალებენ აქტიური და პასიურ ფერებს, შესაბამისად ქმნიან ბანალს, ჰარმოანის და მყუდრო გარემოს.

 

 

 

 

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed