როგორ განვაახლოთ ინტერიერის დიზაინი გაზაფხულის სეზონისათვის?

გაუზიარე

მნიშვნელობა არ აქვს დიდი ცვლილება იქნება თუ პატარა, გაზაფხული ყოველთვის ითხოვს სახლის გადახალისებას.

ამინდის დათბობასთან ერთად, უამრავი ადამიანი ზრუნვას იწყებს საკუთარი ეზოს მოვლაზე. თუმცა, გაზაფხული შესანიშნავი დროა ნებისმიერ სახლში ფანჯრების გაღებისათვის, უწესრიგობის აღმოსაფხვრელად და საშინაო ცვლილებების შესატანად.

იხილეთ რამდენი რჩევა თუ როგორ უნდა მოაწესრიგოთ სახლი ამ სეზონისათვის:

  1. დააგეთ ნათელი ნოხი

ისევე როგორც მწვანე ბალახითა და გაზაფხულის ყვავილებით ხასიათდება ეს სეზონი, ასევე უნდა ხასიათდებოდეს რაიმე ნათელის შემოტანით ოთახში. მაგალითისათვის, ეს შესაძლოა იყოს ნოხი, რომელიც უფრო მეტ სინათლეს შემატებს ოთახს.

1

  1. თავიდან მოაწყვეთ წიგნის თაროები

წიგნის თაროები გარკვეული პერიოდის შემდეგ უწესრიგო ხდება. გაზაფხული კი შესანიშნავი დროა ამ პრობლემის გადასაჭრელად. ეცადეთ გადაარჩიოთ წიგნები და თაროებზე არსებული სხვადასხვა დეკორატიული ნივთები საჭიროების მიხედვით. წიგნები კი დაალაგოთ თქვენთვის მარტივად გამოსაყენებელი სისტემით – მაგალითად, ანბანის ან ჟანრის მიხედვით.

2

  1. განაახლეთ ტანსაცმლის კარადა

ყოველ სეზონზე სხვადასხვა სახის ტანსაცმელი გვესაჭიროება. გაზაფხულის დადგომასთან ერთად კი ტანსაცმლის კარადის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ზამთრის ტანსაცმლის შეცვლაა აუცილებელი საგაზაფხულო ტანსაცმლით, თუმცა სასურველია თუ განაახლებით ტანსაცმლის განლაგების ადგილებსაც.

3

  1. შეცვალეთ ფარდები

ფარდების შეცვლას შესაძლოა ძალიან დიდი ესთეტიკური მნიშვნელობა ჰქონდეს თქვენი ოთახისათვის. როგორც წესი, გაზაფხულისათვის უფრო ღია და ნათელ ფერებს იყენებენ. შესაძლებელია კონტრასტული ფერების შეხამებაც.

4

  1. შეარჩიეთ ადგილი, რომელსაც აქამდე ნაკლებად იყენებდით.

ეს პუნქტი არამხოლოდ მეტად ფუნქციურს გახდის თქვენს სახლს, არამედ თავიდან აგარიდებთ გამოუყენებელი ადგილის უწესრიგო ადგილად გადაქცევისაგან.

5

  1. გამოიყენეთ მეტი მცენარე

და ბოლოს, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად გააფორმეთ ოთახი მეტი მცენარით. სხვა არაფერი მატებს სილამაზესა და მომხიბვლელობას ოთახს ისევე როგორც ეს მცენარეებს შეუძლიათ. ასევე, მეცნიერები საუბრობენ მათ სარგებელზე ჯანმრთელობისათვის. ის აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და ხელს უწყობს სტრესის შემცირებას.

6

ამ პუნქტების გათვალისწინების შემდეგ, თქვენ შეძლებთ დაიწყოთ ახალი სეზონი განახლებული სახლით.

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed