კერძო სახლის მშენებლობა

გაუზიარე

კერძო სახლის მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა, რისი გაკეთებაც თქვენი ოჯახისთვის შეიძლება მოგიწიოთ. ეს ერთდროულად სახალისო და რთული საქმეა, რომელიც ბევრი ურთიერთდაკავშირებული დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს.

საბედნიეროდ, ყველაფრის მარტო გაკეთება არ მოგიწევთ – საქართველოში ბევრი კომპანიაა, რომლების იმედიც მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება გქონდეთ. უნდა ელოდოთ იმასაც, რომ პროცესში ბევრი დამატებითი სირთულე შეიძლება შეგხვდეთ, მაგალითად:

  • გაუთვალისწინებელი ხარჯები,
  • ლანდშაფტის სირთულეები,
  • პრობლემები დოკუმენტაციასთან დაკავშირებით,
  • სამშენებლო მასალების შეზღუდული არჩევანი,
  • პროფესიონალიზმის ნაკლებობა,
  • და სხვა.

სანამ მშენებლობას დაიწყებთ

პირველი, რის მოგვარებაზეც უნდა იზრუნოთ, დოკუმენტაციაა. მიწის ნაკვეთის დაკანონება, მშენებლობის ნებართვა, პროექტის შეთანხმება და გეგმის განსაზღვრა მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ.

მშენებლობის გეგმა და ბიუჯეტი

ისევე, როგორც ნებისმიერ პროექტში, ბიუჯეტი წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით უნდა განსაზღვროთ და მაქსიმალურად ეცადოთ, არ გადააჭარბოთ მას. მშენებლებთან მოლაპარაკებისას მოითხოვეთ დეტალურად გაგაცნონ რა სამუშაოს შესრულებას რა დრო და ფინანსები დასჭირდება. უნდა ელოდოთ, რომ საბოლოოდ სხვა რეალობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, ამიტომ აუცილებლად გამოყავით რესურსები გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის.

მიწის ნაკვეთი

გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ბევრ მნიშვნელოვან საკითხს განსაზღვრავს მშენებლობაში. თუ ქალაქის ცენტრთან ახლოს გსურთ კერძო სახლი, სიმყუდროვესა და პირად სივრცეზე შეიძლება უარის თქმა მოგიწიოთ. ქალაქიდან მოშორებით ცხოვრებასაც თავისი სირთულეები აქვს – მაგალითად, კომუნიკაციების არარსებობა და შორი მანძილი.

იფიქრეთ იმაზეც, თუ როგორი იქნება თქვენი შემოგარენი 5, 10, 15 წლის შემდეგ. დღეს წყნარი და მშვიდი უბანი გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება კორპუსებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილად იქცეს.

არქიტექტურა / პროექტირება

ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სახალისო, თუმცა რთული ეტაპია. კარგად შეისწავლეთ თქვენი არქიტექტორების წინა პროექტები, მათი გამოცდილება და რეკომენდაციები. მოითხოვეთ დროში გაწერილი გეგმა და ინფორმაციის რეგულარული განახლება. ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი თავიც და ზედმეტად არ ჩაერიოთ პროფესიონალების საქმეში.

მშენებლობის პროცესი და წვრილმანები

საქართველოში ბევრი კერძო მშენებელი და კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. აქაც აუცილებელია სიფრთხილე – პროფესიონალის პოვნა არც თუ ისე მარტივია. ნუ ანდობთ მნიშვნელოვან საქმეებს ახლობლებსა და ნათესავებს, თუმცა მოუსმინეთ მათ რეკომენდაციებს, თუ უკვე აქვთ კერძო სახლის აშენების გამოცდილება.

შეგიძლიათ დაიქირაოთ ერთი კომპანია, რომელიც მშენებლობის ყველა ეტაპს გაუმკლავდება ან თითოეული საქმისთვის სხვადასხვა გუნდს/ხელოსანს მიმართოთ. ორივე მიდგომას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.

ღობე და ეზო

კერძო სახლის მთავარი ხიბლი – ეზოა. დაფიქრდით, როგორ აპირებთ მის გამოყენებას, აპირებთ თუ არა ბავშვების ან შინაური ცხოველების ყოლას, ხშირ სტუმრიანობას, წვეულებების გამართვას. ეზო ყველა მოთხოვნას უნდა პასუხობდეს და თან ჰარმონიულად ერწყმოდეს მთლიან პროექტს. ღობე კი თქვენი პირადი სივრცისა და უსაფრთხოების დაცვისთვის გჭირდებათ.

შიდა რემონტი

კარგი რემონტი თქვენს ახლანდელ საჭიროებებსაც ერგება და არც დროსთან ერთად კარგავს აქტუალობას. აქაც, აუცილებელია პრიორიტეტების განსაზღვრა და ფინანსების ნაკლებად მნიშვნელოვან ასპექტებში დაზოგვა.

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed