ინტერნეტ მარკეტინგი სამშენებლო ბიზნესში

გაუზიარე

ინტერნეტ მარკეტინგი სამშენებლო ბიზნესში

ინტერნეტ მარკეტინგის როლი ნებისმიერ ბიზნესში ძალიან აქტუალურია, საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება სამშენებლო ბიზნესიდანაც მოდის.

სამშენებლო ბიზნესი გამოირჩევა დიდი კონკურენციით, უამრავი სხვადასხვა რანგის საბაზრო მოთამაშით და განსხვავებული ფასებით.

ბოლო დროინდელმა სოციალურ-ეკონომიკურმა ფონმა განაპირობა, ფასების შემცირება, რაც გარკვეულწილად ამძაფრებს კონკურენციასაც სამშენებლო ბაზარზე.

ამ კონკურენციის პირობებში, უფრო მეტი მომხმარებლების მოზიდვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება სწორედ ინტერნერტ მარკეტინგია, რომელიც სამ ძირითად ელემენტს ეყდნობა.

1.ეფექტური ვებ საიტი

პირველი რაც ნებისმიერმა სამშენებლო კომპანია უნდა გააკეთოს სამომავლო წარმატების გზაზე, ეფექტური საიტის შექმნა / განვითარებაა.

ეფექტური და ფუნქციონალური საიტის გარეშე, ძნელია კონკურენცის გაწევა ისეთი კომპანიებისთვის, რომლებსაც ეს ყველაფერი უკვე გააჩნიათ.

რა უნდა გავითვალისწინოთ სამშენებლო საიტის დამზადება / მოდერნიზებისას?

  • პირველ რიგში საიტის დიზაინი უნდა იყოს მომხიბვლელი და იგი უნდა ასოცირდებოდეს კომპანიის ბრენდთან;
  • მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესრულებული სამუშაოების და არსებული შემოთავაზებების ეფექტურად ნახვის შესაძლებლობა,
  • თუ აშენებთ კორპუსებს, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს თითოეული კორპუსის გეგმარებისა და ბინის გაცნობის შესაძლებლობა.
  • საიტი უნდა იყოს ასევე სწრაფი და მობილურ ხელსაწყოებზე ადაპტირებული.

2. სოციალური მედია და ინტერნეტ რეკლამირება

სამშენებლო ბიზნესის წარმატებული წარმოებისთვის ინტერნეტ სივრცეში მნიშვნელოვანია სოციალური მედიისა და ინტერნეტ რეკლამირების ეფექტურად გამოყენება.

საქართველოში ყველაზე ეფექტური მარკეტინგული საშუალებებია: ფეისბუქ გვერდის მართვა  და რეკლამა ფეისბუქზე.

გამოყავით ყოველთვიური ბიუჯეტი ფეისბუქ მომსახურებებისთვის და შედეგიც არ დააყოვნებს. ფეისბუქ რეკლამა არის პირდაპირ გზა, რათა პოტენციურ მომხამრებელს მაიწოდოთ თქვენი სამშენებლო მომსახურების შესახებ ინფორმაცია.

3.მიმზიდველი ფოტო – ვიდეო მასალა

იმისათვის, რომ საიტისა და სოციალური მედიის მეშვეობით ინტერნეტ მომხმარებლამდე მიაწვდინოთ ხმა, საჭიროა ეფექტური ფოტო – ვიდეო მასალის დამზადება, რისთვისაც მნიშვნელოვანია ეფექტური ფოტო ვიდეო გადაღება.

რაც უფრო ეფექტური ფოტო და ვიდეო მასალას განათავსებთ თქვენ სამშენებლო საიტსა და სოციალურ მედიაზე, მით უფრო მეტი მომხმარებელი დაინტერესდება თქვენი სამშენებლო პროდუქტით.

ამდენად, თუ გსურთ, რომ თქვენი სამშენებლო ბიზნესი უფრო წარმატებული იყოს: შექმენით ეფექტური საიტი, ყურადღება მიაქციეთ სოციალურ მედიას და განახორციელეთ ეფექტური ინტერნეტ რეკლამირება.

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed