ექსტერიერის იდეები იდეალური თეთრი სახლისთვის

გაუზიარე

ექსტერიერის იდეები თეთრი სახლისთვის

თეთრი ფერი  სისუფთავის, სიწმინდის, უმწიკვლობისა და სიხარულის სიმბოლოა. ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან თეთრი ფერი მიწიერებისგან მოცილებულ, სულიერ უბრალოებას აღნიშნავდა.

ზოგიერთ ხალხში თეთრ ფერს მეფეები ატარებდნენ, რაც მათ დიდებულებას უსვამდა ხაზს. თეთრი ფერი სხვა ფერების სინთეზია, ამიტომ მას “იდეალურ” ფერად მოიხსენიებენ.

გარდა იმისა, რომ თეთრი ძალიან მოდურია, იგი ასევე კარგი საშუალებაა სიცხისგან დასაცავად. თეთრი ფერი არ ატარებს მზის სხივებს, შესაბამისად სახლი ინარჩუნებს სიგრილეს.

თეთრი ფერი ყველაფერს უხდება. თეთრს იმდენივე ტონალობა აქვს, რამდენიც ნებისმიერ სხვა ფერს. მაგალითად, როცა წითლად შეღებვისას ვარჩევთ სწორ ტონალობას, ასევე უნდა მოვიქცეთ თეთრი ფერის შემთხვევაშიც.

მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი სახლი თავდაპირველად თეთრია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფერთა არჩევანში შეზღუდული ხართ.  გახსოვდეთ, რომ ნათელი ფერის შესასვლელი კარი დიდ როლს თამაშობს ინტერიერის დიზაინში, იგი სახლის სილუეტს გამოკვეთს.

სეზონური აქსესუარები, ისეთები როგორიცაა: გაზაფხულის ყვავილები ან საახალწლო მოწნული ნალი, თქვენს თეთრ სახლს უფრო მეტ მხიარულებასა და სიცოცხლის ხალისს შემატებს.

ასევე სახლის თეთრად შეღებვისას აუცილებელია პრაიმერი, რომელიც შეღებვამდე უნდა წაისვას. მაგრამ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება ან უბრალოდ გვეზარება მისი გამოყენება და პირდაპირ ღებვაზე გადავდივართ. ამიტომ, როცა სახლის თეთრად შეღებვას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ის აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.

დღეს საღებავების უმრავლესობას მოყვება პრაიმერიც, ამიტომ შეძენისას კარგად დააკვირდით ან იკითხეთ, რომ არ გამოგრჩეთ.

ახლა კი გთავაზობთ, ჩვენს რჩეულ, თეთრი ექსტერიერის მქონე სახლებს:

 white-houses-freshome2

white-houses-freshome5white-houses-freshome7white-houses-freshome10white-houses-freshome11white-houses-freshome14white-houses-freshome16white-houses-freshome20white-houses-freshome24white-houses-freshome17white-houses-freshome19რომელია თქვენი ფავორიტი? ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გავიზიაროთ თქვენი იდეები. ველოდებით, თქვენი არსებული ან ოცნების სახლის სურათებს კომენტარებში.

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed