ვაქციოთ სახლი მშვიდ გარემოდ

გაუზიარე

  სახლში არეულობა, ჩვენს გონებას, უმნიშვნელო დეტალებზე კონცენტრირებისკენ უბიძგებს. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ხედავთ მიყრილ ნივთებს, იწყებთ ფიქრს, თუ როგორ მოაგვაროთ ეს ყოველივე. მაშინ კი როცა ირგვლივ ყველაფერი წესრიგშია, იქმნება მშვიდი გარემო , რაც ჩვენს სიმშვიდესაც განაპირობებს. 

  ერთია, სახლის დალაგება, მაგრამ მეორე, მისი ისეთ წესრიგში მოყვანა, რაც გვჭირდება. ხანდახან, ამისთვის კარგი გზაა პროფესიონალის დაქირავება, რომელიც ჩვენს საცხოვრებელ სახლს ჩვენი სტილიდან და სურვილებიდან გამომდინარე მოაწყობს და გვაგრძნობინებს, რომ ეს ის ადგილია, სადაც გვინდა და მოგვწონს ყოფნა. დიზაინერის გარეშე, კი უბრალოდ, შეგვიძლია შევიმუშაოთ გეგმა, რომელსაც ყოველდღიურად უნდა მივყვეთ, რათა სახლმა არ დაკარგოს მიმზიდველობა.

  ზოგადად, სიმშვიდის შენარჩუნებაში გვეხმარება სამყაროსთან კავშირი. ამისთვის კარგი იქნება თუ ჩვენს სახლში 5 ელემენტი იქნება წარმოდგენილი, სხვადასხვა სახით. ესენია : წყალი (წყლის სურათები, წყალში ჩადებული ყვავილები ); მიწა (ქვები, მცენარეები); ცეცხლი (სანთლები, ბუხარი); ხე (ავეჯი); ლითონი (ავეჯი, ხელსაწყოები).

  გარდა ზედაპირების გადაწმენდისა, ყურადღება მიაქციეთ იატაკის სისუფთავეს, რადგან ეს ჩვენს სივრცეს აქცევს სასიამოვნო გარემოდ. სახლში შესვლისას, ერთ-ერთი თვალშისაცემი, იატაკში ჩამჯდარი ჭუჭყია. ამის თავიდან ასაცილებლად კი უნდა დავიხმაროთ საწმენდი საშუალებები.

  გამოიყენეთ ცოტა, მაგრამ ხარისხიანი დეკორი. დატოვეთ, მხოლოდ ის ნივთები, რომელიც ნამდვილად გიყვართ და მოგწონთ, ეს არ გამოიწვევს სახლის გადატვირთვას. დააფასეთ, ბუნებრივი სინათლე და ხშირად გამოიყენეთ, ნაცვლად ხელოვნური განათებებისა. მაშინაც კი როცა მოსაღამოვდება, შეგიძლიათ აანთოთ სანთლები, რაც ასევე, თქვენს განწყობასაც უზრუნველყოფს.

   კარგი იქნება თუ სახლში გამოიყენებთ ბუნებრივ მატერიებს, რადგან მათ საუკეთესო ტექსტურა აქვთ. ასევე, ეცადეთ, მუდმივად  სასიამოვნო სუნი ტრიალებდეს. ეს შექმნის მშვიდ, წყნარ გარემოს და დადებითად იმოქმედებს თქვენს მენტალურ მდგომარეობაზეც. ამის კარგი მაგალითია, მინდვრის ყვავილების ან თაფლის სანთლების სუნი.  გახსოვდეთ, რომ თქვენი სახლის ატმოსფერო განსაზღვრავს, თუ როგორ იგრძნობთ თავს მთელი დღეების განმავლობაში. 

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed