გადახურვის რამდენიმე ხერხი

გაუზიარე

სახლის გადახურვა იშვიათად არის იმ ჩამონათვალში, რომელიც შეიძლება კატალოგში შეარჩიოთ სპეციალისტების დახმარების გარეშე. ეს არის ის „ნიუანსი“ რომელიც მთლიანად მოქმედებს ჩვენს კომფორტულ ცხოვრებაზე. შესაბამისად ის უნდა შეირჩეს რიგი მოთხოვნების გათვალისწინებით. შერჩევის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ მასალის წონას, სტრუქტურას, ექსპლუატაციის ვადებს, მოვლა-შენახვის პირობებს ასევე ღირებულებას და ვიზუალურ მხარეს.

 

ჩვენ შემოგთავაზებთ გადახურვის მასალის 12 ვარიანტს 


რულონური გადახურვა

ასეთი გადახურვის მასალა უმეტესად გამოიყენება დაბალ ფედობზე მდებარე საცხოვრებელი სახლის გადახურვისთვის, ასევე ფარდულების, მაღაზიების და სხვა უტილიტარული ნაგებობების. ის შედგება მინერალური ნივთიერებებით და ასფალტით გაჟღენთილი მასალის გრძელი რულონებისგან.

თხელი, დიდი ფორმატის მასალა გთავაზობთ სწრაფ, იაფ და მოსახერხებელ გზას ქანობიანი სახურავის მქონე შენობის დასაფარად. მასალა უხეშია ვიზუალურად და შესაბამისად ვინც ესთეტიკას ანიჭებს უპირატესობას რულონური გადახურვა არ არის მიზანშეწონილი.

მისი გამძლეობა 10 წლამდეა.

 

ჩამონტაჟებული გადახურვა

ეს არის ერთ-ერთი უძველესი ვარიანტი ბრტყელი გადახურვის. ამ ტიპის გადახურვა აგებულია რამდენიმე ფენით, ასფალტით გაჟღენთილი და ცხლად გამოიყენება. თექა იდება გადახურულ ფენებში და ქმნის ბარიერს ორი ან ოთხი ფენის სისქით, შემდეგ წვრილად დაქუცმაცებული ქვის ფენა ცხელ ტარშია ჩასმული ზედა ნაწილზე და ქმნის ძალიან გამძლე და გაუვალ სახურავს. კარგი არჩევანია ბრტყელი გადახურვის მრავალბინიანი კორპუსებისათვის.

 

 

 

მემბრანის სახურავი

ბრტყელი ან ძალიან დაბალი ქანობის კიდევ ერთი არჩევანი არის მემბრანის სახურავი. არსებობს მემბრანის რამდენიმე ტიპი რომელთა გამოყენება შეიძლება:

ნეოპრენი (პოლიქლოროპრენი)

EPDM (ეთილენ პროპილენ დიენის მონომერი)

PVC (პოლივინილის ქლორიდი)

ქლორირებული პოლიეთილენის და ქლოროსულფონირებული პოლიეთილენის ფურცლები პოლიმერის მოდიფიცირებული ბიტუმი

ერთ-ერთი საუკეთესო მემბრანაა EPDM. ეს არის სინთეზური გადახურვის მასალა, რომელსაც ხშირად უწოდებენ „რეზინის გადახურვას“. ეს არის რულონური გადახურვის მსგავსი იმით, რომ გამოიყენება დიდი ფურცლების სახით, რომლებიც ზღუდავს ნაკერების რაოდენოას, სადაც წყალმა შეიძლება შეაღწიოს.

 

შინგლი

კომპოზიტური შინგლი ფართოდ გავრცელებული მასალაა. ბოჭკოვანი მინისგან დამზადებულია, რომელსაც ასფალტისა და მინერალური გრანულების შენაერთები აქვს. ეს სამი ჩანართი ყველანაირად კარგი არჩევანია სახლის გადახურვისთვის.

მასალას როგორც წესი აქვს 20-30 წლიანი გარანტია და დაზიანებული ადგილების შეცვლა საკმაოდ მარტივია. კომპოზიტური სახე გამოირჩევა გაფართოების და შეკუმშვისგან გამოწვეული მოქნევასა და ადაპტაციაში.

 

 

ლითონის სახურავი

ლითონის სახურავი ერთ-ერთი გავრცელებული ტიპია მდგრადი ნაკერის სახურავებს შორის. ასე იმიტომ დაარქვეს რომ ალუმინის ან ფოლადის გადახურვის პანელები ხვდებიან აწეულ ნაკერებში, რომლებიც იკვრება ტენიანობის შესანარჩუნებლად. განსაკუთრებით  პოპულარობით სარგებლობს ისეთ ადგლებში სადაც არის დიდთოვლობა, ხანძრის საშიშროება. მასალა სრულიად ცეცხლგამძლეა.

ლოთონის სახურავი გამოირჩევა ესპლუატაციის მაქსიმალური ვადებით. მისი მონტაჟი მოითხოვს სპეციალურ ცოდნას.

 

 

ლითონის შინგლი

სახლის მესაკუთრეებისთვის, რომელთაც არ მოსწონთ მდგრადი ნაკერის მქონე ლითონის სახურავი, მაგრამ უპირატესობას ანიჭებენ ლითონის გადახურვას , მათთვის ახლა უკვე ხელმისაწვდომია ფოლადის ან ალუმინის შინგლის სახურავი. დამზადებულია ჭედური ლითონისგან და დასრულებულია მაღალი ხარისხის საფარით ან მინერალური გრანულებით. ლითონის შინგლი ძალიან ჰგავს ტრადიციულ ასფალტისებურ შინგლს, ხის ან თუნდაც ფიქალის ან თიხის ფილებს.  ის ძალიან კარგი არჩევანია როდესაც ვიზუალური სახე გადამწყვეტია.

 

 

 

ხის შინგლი

ხის სახურავები ძალიან მიმზიდველია თუმცა ფასიც შესაბამისი აქვს. ის ექსპლუატაციის დიდი ვადით არ გამოირჩევა და არაა რეკომენდირებული ისეთ ობიექტზე მონტაჟი, რომელიც მდებარეობს მაღალი ტენიანობის რეგიონებში და ხანძარსაშიშ ადგილებში. ამის მიუხედავად ის ერთ-ერთი მოთხოვნადი მასალაა მდიდრული სახლებისათვის.

ძირითადად მზადდება ბუნებრივი ხისგან, როგორიცაა კედარი, წითელი ხე. შინგლი არის თხელი, სოლის ფორმის ფილებისგან აწყობილი გადახურვის ტიპი.

 

 

კრამიტი

კრამიტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავრცელებული მასალაა. მზადდება თიხის ფილებისგან, რომლებიც ერთმანეთთან გადაბმულია, ქმნის შესაბამის ფორმებს და საკმაოდ ხისტია.   დამახასიათებელია მოწითალო – მონარინჯისფრო ფერით, ან შეიძლება იყოს მოჭიქული.

კრამიტი ერთ-ერთი გამორჩეული მასალაა ცხელი კლიმატისთვის და ტენიანი ჰავისთვის.

 

 

 

ბეტონის ფილა

ბეტონის ფილა არის კრამიტის ალტერნატივა, მსგავსი სამონტაჟო ტექნიკით და მსგავსი უპირატესობებით. ბეტონის ფილები ყალიბდება ქვიშა ნარევი ბეტონისგან. ბაზარზე ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი პროფილები, რომელთაგან ზოგი თიხის ფილების მსგავსია ან ხის მსგავსი. ბეტონის ფილა ზოგჯერ დასრულებულია დეკორატიული საფარით. მასალა საკმაოდ მძიმეა, რაც კარგ არჩევანს არ წარმოადგენს ადგილებში სადაც ხშირია ძლიერი ქარები.

 

 

 

ფიქალი

ფიქალის სახურავი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გადახურვის მასალაა. არსებობს ასობით წლის ფიქალის სახურავები, რომლებიც დღესაც ჯერ კიდევ ჩვეულებრივ ფუნქციონირებს. იმის გამო, რომ ფიქალს აქვს თხელი ფურცლები ადვილად მოპოვებადია. მისი მონტაჟი საკმაოდ რთულია და მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

 

 

სინთეზური ფიქალი

იქმნება პოლიმერებისგან, რეციკლირებული პლასტმასა და რეზინთან ურთიერთქმედების შედეგად. ფაქტობრივად რთულია გარჩევა ამ ტექნოლოგიური მასალის ბუნებრივი ფიქალისგან. სინთეზური ფიქალი საკმაოდ მსუბუქია, შესაბამისად ის ძალიან კარგი არჩევანია ისეთი შენობებისთვის რომელთაც ბუნებრივი ფიქალის წონის შენარჩუნება არ შეუძლიათ.

 

 

 

ბუნებრივი მწვანე

ხავსს, როგორც წესი მიიჩნევენ სახურავის „გამანადგურებლად“. თუმცა ხავსი და სხვა ცოცხალი მცენარეული „მასალები“ უზრუნველყოფენ გადახურვის ეფექტურ ხერხს.

მსგავსი ტიპის გადახურვა სრულიად ეკოლოგიურია. ის გამოყოფს ჟანგბადს, უზრუნველყოფს სახლის თერმულ იზოლაციას, ითვისებს წვიმის წყალს.

მწვანე სახურავის შესაქმნელად პირველ რიგში მონტაჟდება წყალგაუმტარი ფენა და შემდეგ სათანადო დრენაჟი.

მწვანე სახურავი ნამდვილად მათთვის არის, ვინც მაქსიმალურად უფრთხილდება ეკოლოგიას და შეაქვს თავის წვლილი მწვანე საფარის შესანარჩუნებლად. თუმცა ასეთ სახურავს სჭირდება რეგულარული მოვლა, რათა დიდი ხნის განმავლობაში იმსახუროს.

 

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed