თანამედროვე არქიტექტურა და ბუნება

გაუზიარე

Share on facebook
Share on linkedin
Share on pinterest
Share on telegram
Share on email

      ჩვენს ცხოვრებაში Covid 19 – ის გამოჩენამ ბევრი რამ შეცვალა.მათ შორის, ის რომ არსებული გარემოებების გამო, ჩვენი საცხოვრებელი ადგილი გახდა ერთადერთი უსაფრთხო გარემო, სადაც გვიწევს უმეტესი დროის გატარება. ამ დროს ჩნდება კითხვა, თუ როგორ აისახება ეს ფაქტი თანამედროვე არქიტექტურაზე. ჩვენ შეგვიძლია, მარტივად ვთქვათ რომ მოდერნიზმი ეს არის სტილი, თუმცა დღევანდელობამ კარგად დაგვანახა რომ ეს გაცილებით მეტია, ეს არის კავშირის დამყარების საშუალება ჩვენს საკუთარ თავთან და ოჯახის წევრებთან. სწორედ, ამ კონცეფციას უნდა მოვარგოთ საცხოვრებელი გარემო. არქიტექტორებმა, შუა საუკუნეების არქიტექტურის ისტორიის გათვალისწინებით, მიაღწიეს კავშირს მათ მიერ დაპროექტებულ სახლსა და ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროს შორის. 


   მარტივი, ნატურალური მატერიით შექმნილი ინტერიერი და ექსტერიერი ქმნის თბილ და კომფორტულ გარემოს, რაც გვეხმარება შევინარჩუნოთ ბუნებასთან სიახლოვე. სახლის დაგეგმვისას, ნებისმიერი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ, ამ შედეგის მისაღწევად. მაგალითად, შუშის მოძრავი კარებისა და დიდი მოცულობის ფანჯრების მეშვეობით, ჩვენი ხედვის არეში მოექცევა ხეები და ბალახები. თუ ამ ოთახს მუქ ფერებში გადაწყვეტთ, გარედან შემოსული სიმწვანე უფრო დიდ ეფექტს მოახდენს თქვენზე. ეზოში გასასვლელად შეგიძლიათ გააკეთოთ ხის ხიდი, რაც გამოყოფს სახლის შიდა და გარე სივრცეებს. ამგვარად, კარგი ვარიანტია ოთახიდან პირდაპირ სუფთა ჰაერზე გასასვლელად. სასადილო ოთახის მოწყობა ხის იატაკითა და შუშის კედლებით უფრო მეტად სასიამოვნოს გახდის ყავის დალევის პროცესს.

   იმ ხედის ძალა, რასაც ჩვენი სახლებიდან ვუყურებთ გაცილებით დიდია. ტერასებისა და აივნების დახმარებით, შეგიძლიათ თავი იმ ყველაფრის ნაწილად აღიქვათ, რასაც ხედავთ. თუ რას დაინახავთ ეს უკვე ექსტერიერზეა დამოკიდებული. მნიშვნელობა არ აქვს თქვენ გაქვთ საკუთარი სახლი თუ კორპუსის ბინა, ბუნებასთან სიახლოვის შენარჩუნება ორივე შემთხვევაშია შესაძლებელი.
  Planetperfeqto დაგეხმარებათ საოცნებო საცხოვრებელი ფართის აშენებესა და დიზაინის დაგეგმვაში. გახსოვდეთ, რომ ურთიერთობები ჩვენს თავთან, ოჯახთან და სამყაროსთან ყველაზე მთავარია.

კომპანია

ვაკანსია

სერვისები

მშენებლობა

კონსტრუქცია

არქიტექტურა

დისტრიბუცია

პროექტები

მიმდინარე პროექტები

დასრულებული პროექტები

სასარგებლო ინფორმაცია

კონტაქტი

დაგვიკავშირდით

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed