ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის პროექტი “სახლი”

ვისაც სურს სახლის აშენება და აინტერესებს იხილოს ჩვენი კომპანიის მუშაობის ხარისხი, შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ სახლის მშენებლობის ყოველ ეტაპს ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის პროექტში “სახლი” 14 სექტემბრიდან. დეტალურად იქნება გაშუქებული მიწის შერჩევის, სახლის დაპროექტების, მშენებლობის ნებართვის მიღების, სახლის მშენებლობის, ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინის თითოეული ეტაპი. სრული სერვისი კომპანია PLANETperfecto-სგან. https://www.youtube.com/watch?v=UCR9o1ttCXQ  

40 იდეა პატარა საძინებლის სივრცის გასაზრდელად

თუკი ეძებთ შთაგონებას, როგორ მოაწყოთ თქვენი მცირე ზომის საძინებელი, გთავაზობთ გასაოცარ იდეებს, რომლებიც დაგეხმარებათ საძინებლის თანამედროვედ, პრაქტიკულად და საინტერესოდ მოწყობაში. წარმოგიდგენთ მცირე ზომის საძინებლების ინტერიერის 40 ფოტოს, დაათვალიერეთ თითოეული ფოტო, გაანალიზეთ დეტალები და ნელ-ნელა გამოძერწეთ თქვენი ოცნების საძინებელი. გახსოვდეთ, რომ სივრცის შეგრძნების კუთხით ღია ფერები უფრო ეფექტურია, ვიდრე მუქი ფერები. დიდი საწოლი ერთი მხრივ კომფორტია […]

აბაზანის ინტერიერი

აბაზანა, როგორც წესი ყველაზე პატარა ოთახია სახლში, ამასთან იგი ყველაზე მარტივად ექვემდებარება ინტერიერის ცვლილებებს: ახალი აქსესუარები, მეტლახი და ფერები საკმარისია რათა თქვენ არსებითად შეცვალოთ თქვენი აბაზანა. წარმოგიდგენთ აბაზანის ინტერიერის იდეებს, ყველა ზომის თუ ფორმის აბაზანებისთვის. ვიმედოვნებთ მოგეწონებათ და დაგეხმარებათ თქვენი ოცნების აბაზანის მოწყობისათვის.