Author Archives: planet

სახლის რემონტი: როგორ მოვაწყოთ ბინა გასაქირავებლად?

სახლის რემონტი: როგორ მოვაწყოთ ბინა გასაქირავებლად? სახლის რემონტი, შემდგომი გაქირავების მიზნით, საკმაოდ აქტუალური საკითხია საქართველოში. კომფორტული, სუფთა და ხელსაყრელი: ამ ძირითად მახასიათებლებს ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას ის ადამიანები, რომლებიც საცხოვრებლის ძიებაში არიან. ამიტომაც, გარემო და განწყობა ბინაში სწორედ ისეთი უნდა იყოს, როგორიც ადამიანებს საკუთარ სახლში ყოფნისას ეუფლებათ. ეფექტური რემონტის საშუალებით, შესაძლებელია საკუთარი ბინის მოწყობა,ისე რომ მომავალ […]

ზაჰა ჰადიდის კიდევ ერთი განსხვავებული არქიტექტურა…

ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ფოტოსურათებითა და ვიდეოებით ნათელი ხდება ზაჰა ჰადიდის განსაკუთრებული არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი სახლის დასრულების შესახებ. სახლი ეკუთვნის ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესმენსა და ფილანტროფს – ვლადისლავ ბორონინს. სახლის დიზაინის შექმნის იდეა ათწლეულის წინ დაიბადა. ვლადისლავი იხსენებს  ფრაგმენტს ზაჰა ჰადიდთან საუბრისას პროექტის შექმნამდე:  „- მინდა ყოველ დილით ცას ვხედავდე და არა მეზობლებს გადავყურებდე.“ ზარამ კი უპასუხა […]

ინდოეთის კედელი

ინდოეთის კედელი – რა გსმენიათ? ზოგჯერ საინტერესო არქტიტექტურის შენობები ყურადღების მიღმა რჩება. ყველასათვის ცნობილია ჩინეთის დიდი კედელის არსებობის შესახებ, თუმცა, იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ინდოეთის კედლის შესახებ სმენია ძალიან ცოტაა.   ინდოეთის კედელი, თავისი სიგრძით მსოფლიოში რიგით მეორე ადგილს იკავებს!! მისი სიგრძე 35 კილომეტრია. მშენებლობას დაახლოებით 100 წელიწადი დასჭირდა და მე-15 საუკუნეში საბოლოო სახე მიეცა. […]

როგორ გამოიყურება სახლი კედლების გარეშე?

იაპონური კულტურა ყოველთვის გამოირჩეოდა განსხვავებული საცხოვრებელი სახლის დიზაინით, თუმცა ეს კონკრეტული თანამედროვე ფაზლს გაგახსენებთ. სახლი ყველა იმ საცხოვრებელ სივრცეს შეიცავს, რომელიც თითოეულ სახლს ახასიათებს: მისაღები ოთახი, სამზარეულო, სააბაზანო და ა.შ., მაგრამ ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლისაგან განსხვავებით,კედლების ნაცვლად ისინი ერთმანეთისაგან შემაღლებული პლატფორმებითაა გამოყოფილი. საძინებელ ოთახებს კედლები არ აქვს, რადგან სახლის მცხოვრებმა გადაწყვიტეს, რომ კედლები მას უბრალოდ ჩაკეტილ […]

როგორი იქნება მსოფლიოს ყველაზე მაღალი ხის ცათამბრჯენი?

ერთ-ერთმა იაპონურმა კომპანიამ გადაწყვიტა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბრჯენის აშენება, რომლის 90% ხისგან იქნება დამზადებული. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ცენტრალურ ტოკიოში 5.9 მილიარდ დოლარიანი შენობის განთავსება დიდი ნაბიჯი იქნება ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის შექმნისაკენ მიმავალ გზაზე. კონსტრუქციის დიზაინი ტოკიოში დაარსებულ Nikken Sikkei ეკუთვნის, თუმცა მის მშენებლობას იაპონიის ყველაზე დიდი ბიზნეს კონგლომერატი – Sumitomo Group განახორციელებს. 70 სართულიანი […]

როგორ განვაახლოთ ინტერიერის დიზაინი გაზაფხულის სეზონისათვის?

მნიშვნელობა არ აქვს დიდი ცვლილება იქნება თუ პატარა, გაზაფხული ყოველთვის ითხოვს სახლის გადახალისებას. ამინდის დათბობასთან ერთად, უამრავი ადამიანი ზრუნვას იწყებს საკუთარი ეზოს მოვლაზე. თუმცა, გაზაფხული შესანიშნავი დროა ნებისმიერ სახლში ფანჯრების გაღებისათვის, უწესრიგობის აღმოსაფხვრელად და საშინაო ცვლილებების შესატანად. იხილეთ რამდენი რჩევა თუ როგორ უნდა მოაწესრიგოთ სახლი ამ სეზონისათვის: დააგეთ ნათელი ნოხი ისევე როგორც მწვანე ბალახითა და […]

4 დეტალი, რომელიც სახლს უწესრიგოს ხდის

4 დეტალი, რომელიც სახლს უწესრიგოს ხდის ერთ საცხოვრებელ ადგილას დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრებისას, მრავალი ნივთი გვიგროვდება და რთული ხდება იმ პატარა ნიუანსების შემჩნევა, რაც სახლს მოუწესრიგებელის შესახედაობას აძლევს. ხშირად დალაგების შემთხვევაშიც კი შესაძლოა ის მაინც უწესრიგოდ გამოიყურებოდეს. ამის გამოსწორება კი მნიშვნელოვან ემოციურ სარგებელს უკავშირდება, რაც დროისა და ენერგიის  გამოსაყოფად ღირს. იხილეთ ყველაზე გავრცელებული ნიუანსები, რომელიც […]

როგორ შევარჩიოთ ოთახის ფერი?

მაშინ როდესაც ნაკლებ დროს ვხარჯავთ ოთახის ფერის შერჩევისას, არ ვითვალისწინებთ ჩვენს კონკრეტულ მოთხოვნილებებს ან უბრალოდ ტრენდის მიხედვით ვარჩევთ ფერს, ჩვენ უარს ვამბობთ იმ სარგებლის მიღებაზე, რომელსაც სწორად შერჩეული ფერის შემთხვევაში მივიღებდით. პირველ რიგში, რაც უნდა გავითვალისწინოთ ისაა რომ თითოეულ ფერს თავის ფსიქოლოგია აქვს, იდეალური გარემოს შესაქმნელად კი ამის ჰარმონიული შეხამებაა საჭირო ჩვენს საკუთარ მოთხოვნილებებთან. ფერები […]

8 თანამედროვე ხელით შექმნილი დეკორაცია, რომელიც თქვენს სახლს მომხიბვლელობას შემატებს.

სახლი ის ადგილია, სადაც ყოველდღიურად ძალიან ბევრ დროს ვატარებთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორაა ის მოწყობილი და რას ვგრძნობთ სახლში ყოფნისას. ჩვენთვის საუკეთესო გარემოს შექმნა დეტალების გათვალისწინებითაა შესაძლებელი, სახლის დეტალები კი თითოეული ოთხისათვის შექმნილი დეკორაციებია. სახლის ჩვენივე ხელით შექმნილი დეკორაციები ყოველთვის დიდ დროსა და ხარჯებს არ მოითხოვს, თუმცა თუ ბოლომდე არ გადაგიწყვეტიათ დაიწყოთ თქვენი ფანტაზიის […]

სახლის ინტერიერის დიზაინის 4 მთავარი სტილი

სადეკორაციო მასალების რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება, ამდენ ალტერნატივაში სრულყოფილად შეთანხმებული სტილის და თემის შერჩევა კი ცოტათი რთულია, თუმცა სავსებით შესაძლებელი. როგორ უნდა შევარჩიოთ შესანიშნავი სტილი? დაიწყეთ მთავარით. იხილეთ 4 სახის სტილი, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში. არარეგულარი სტილი: ასეთი სახელწოდება აქვს სტილს, რომელიც ხასიათდება ნათელი ფერებით, სითბოთი და კომფორტით, რომელიც სარელაქსაციოა სახლის მობინაადრებისათვის. ეს […]