8 ხერხი თუ როგორ გავხადოთ საცხოვრებელი სივრცე უფრო ნათელი

დღესდღეობით ყველა თანხმდება, რომ ბუნებრივი განათება ითვლება სახლის აუცილებელ ელემენტად.

Original Global-ის კვლევამ აჩვენა, რომ მყიდველის 26 პროცენტი უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივ განათებას, როგორც მთავარი ელემენტი, 19 პროცენტი ირჩევს დიდ, უსაფრთხო ეზოს და 16 პროცენტი ღია სამზარეულოს ან/და სასადილოს.

ბუნებრივი განათება სახლს უფრო ნათელს ხდის და ქმნის გაცილებით დიდი სივრცის შთაბეჭდილებას. თუ გინდათ რომ თქვენი სახლს მოეფინოს დღის ბუნებრივი განათება ეს 8 რჩევა დასაწყისისთვის გამოგადგებათ.

1. შეიტანეთ კედლების ფერში მეტი ნათელი ტონი, მოაშორეთ სტატიურ მუქ ფერში გადაწყვეტილი შპალერი. თეთრი ფერის ტონალობები სივრცეს ნათელს გახდის, ვინაიდან ის წარმოაჩენს ბუნებრივ სინათლეს, რომელიც ოთახში შემოდის და არ შთანთქავს.

ეცადეთ არ გამოიყენოთ მბზინავი თეთრი საღებავი, ის შექმნის სიცივის შთაბეჭდილებას, ხოლო მოთეთრო ტონალობა შექმნის უფრო თბილ ეფექტს. კიდევ ერთი ხერხი – ჭერი შეიღებოს რამდენიმე ტონალობით ღია ფრად, შეიქმნება მაღალი ჭერის და დიდი სივრცის ილუზია.

2. უპირატესობა მიანიჭეთ პრიალა ზედაპირებს, სამზარეულოსა და სააბაზანოში, ის შუქს აირეკლავს, რომელიც სივრცეში შემოდის და გახდის მას ნათელს.

სხვა ოთახებში თუ დავდგავთ ისეთ ავეჯს, რომლის ზედაპირები ირეკლავენ სინათლეს კიდევ ერთი წყარო იქნება ბუნებრივი სინათლის შემოტანის სივრცეში. ლითონის, მინის და სარკის აქსესუარები დაეხმარება მაქსიმალურად გამოიყენოს ოთახში შემოსული სინათლე და შემატებს დიზაინერულ შტრიხებს მთელს სახლს.

3. იატაკიც ერთერთი მნიშვნელოვანია ბუნებრივი სინათლის შენარჩუნებაში. თუ შეარჩევთ ხის, კერამიკულ ან ქვის საფარს პრიალა ზედაპირებით ის მეტად აირეკლავს სინათლეს, ვიდრე ხალიჩა. თუ უპირატესობას ხალიჩას ანიჭებთ, მაშინ უნდა აარჩიოთ ის ღია, ნეიტრალურ ფერებში, რათა მეტად განათდეს სივრცე.

 

4. არ დაგავიწდეთ ეზო, რომელიც თქვენს სახლს ეკვრის გარს. ის დიდ გავლენას ახდენს სახლში შემოსულ სინათლეზე. მიაქციეთ ყურადღება ბაღს, არ დაგავიწყდეთ გასხვლა ყველა იმ ხის, ბუჩქის თუ სხვა მცენარის, რომელიც ახლოს არის ფანჯრებთან და კართან.

 

5. ფანჯრები და კარი, სადაც არის მინა გულმოდგინედ უნდა გაიწმინდოს გარედან, რომ უფრო მეტად შეძლოს სინათლემ შემოსვლა სახლში.

6. თუ ამის საშუალება არის, ყველაზე კარგი ვარიანტი ბუნებრივი განათების მომატებისთვის თქვენს სახლში, არის ახალი, უფრო დიდი ფანჯრებისა და კარის ჩასმა. დასაკეცი კარი იქნება ყველაზე კარგი არჩევანი. ის მთელ კედელს გადააქცევს მინად და განათების მაქსიმალურ დონეს მიაღწევს.

 

7. გაზარდეთ ხელოვნური შუქის სიმკვეთრე, რომელიც გაზრდის და არ შეიწოვს ნებისმიერ ბუნებრივ განათებას, რომელიც ხვდება თქვენს სახლში. ყურადღება მიაქციეთ ისეთ სივრცეებს სადაც ვერ ხვდება სინათლე, კუთხეებს, კორიდორებს და ნიშებს.

თუ დაამონტაჟებთ ნათურების სიმძლავრის მარეგულირებელ რეოსტატს შეძლებთ უკეთ აკონტროლოთ სახლის განათება. ის შესაძლებლობას მოგცემთ შეცვალოთ ხელოვნური განათლება ბუნებრივ განათებასთან მიმართებაში მთელი დღის მანძილზე.

8. სახლში, ბუნებრივი განათების მაქსიმალურად გამოსაყენებლად თავი უნდა აარიდოთ მუქ ავეჯსა და აქსესუარებს, განსაკუთრებით მაშინ თუ ის ბლოკავს სინათლეს ფანჯრებთან და კართან. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჟალუზსა და ფარდებს, ვინაიდან მძიმე, მუქი ფერის ფარდა დაბლოკავს სინათლეს, რომელიც თქვენს სახლში შემოდის.