5 ნაბიჯი ოცნების სახლის აშენებამდე

გაუზიარე

Jigsaw puzzle house spilling coins and notes

5 ნაბიჯი ოცნების სახლის აშენებამდე

ახალი სახლის შენება ემსგავსება  ერთგვარ მოგზაურობას საკუთარი თავის გარშემო, არკვევ ვინ ხარ, რა გინდა, როგორ და სად გინდა ცხოვრობდე.

თუ გსურს, შენი ოცნების სახლი აქციო რეალობად და გინდა თავიდან აირიდო ძვირადღირებული შეცდომები მშენებლობის პროცესში , უნდა გადადგა პირველი 5 მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა მიიღო სასურველი შედეგი.

1. დაგეგმე ბიუჯეტი

დასაწყისში აუცილებელია განსაზღვრო რამდენის დახარჯვა შეგიძლია და რამდენი შეიძლება ღირდეს შენი ოცნების სახლი. იმ შემთხვევაში, თუ შენი ოცნების სახლის ღირებულება აღემატება  ხელთარსებულ ბიუჯეტს, აირჩიე სამშენებლო კომპანია , რომელიც  მოქნილი საგადასახადო სისტემით დაგეხმარება შენი ოცნების სახლის ასაშენებლად. ბიუჯეტის დაგეგმვა ხელს უწყობს პროცესების უკეთ და ორგანიზებულად წარმართვას.

2. აირჩიე მიწის ნაკვეთი სწორად

არ აქვს მნიშვნელობა, სად გსურს შენი სახლის აშენება, ურბანულ ქალაქში თუ ზღვის პირას , შენ აუცილებლად დაგჭირდება აარჩიო მიწის ნაკვეთი,  სანამ გადაწყვეტ საძირკველის ჩაყრას ან სხვა დეტალების გაკეთებას. შენ ან შენ მიერ არჩეულმა  სამშენებლო კომპანიამ უნდა  გამოიკვლიოთ ფაქტორები, როგორიც არის გარემოს დაბინძურების დონე მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენად მოწესრიგებულია საკანალიზაციო სისტემა, ზონალურობა, სამშენებლო კანონებში. დაუსვი საკუთარ თავს კითხვა: მოერგება თუ არა შენი ოცნების სახლი არჩეულ მიწის ნაკვეთს?

sdfsd

3. აირჩიე პროექტი

თუ სახლი  შენდება კატოლოგების მიხედვი, მშენებელმა ან დიზაინერმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს ოთახის ზომებში, ფანჯრის სტილში ან სხვა დეტალებში. როდესაც გყავს პირადი დიზაინერი და არქიტექტორი, რომელიც არ იყენებს კატალოგებს ,  უშუალოდ ოჯახს ემსახურება და  არჩეულ ადგილს განიხილავს დეტალებში. სვამენ კითხვებს როგორიცაა : საიდან მოდის გაბატონებული ქარები ? როგორ უნდა შეამციროს გათბობა/გაგრილების ხარჯები? და ა.შ გახსოვდეს! უამრავ პროქტს შორის აირჩიე პროექტი , რომელიც თანხვედრაშია შენი და შენი ოჯახის  გემოვნებასთან და გრძელვადიან საჭიროებებთან.

4. შეადგინე გუნდი.

სანამ შენ მხოლოდ ნაკვეთის მფლობელი ხარ, დაგჭირდება ექსპერტების ჯგუფი, რომელიც  უზრუნველყოფს სახლის  დიზაინსა და კონსტრუქციას. გუნდის  აუცილებელი წევრები: მშენებელი, ექსკავატორი, ტოპოგრაფი, დიზაინერი და არქიტექტორი. ბევრი დამკვეთი იწყებს მხოლოდ მშენებლის ან კონსტრუქტორის არჩევას, რაც შემდგომ უამრავ გაუთვალისწინებელ ხარჯებთან, დედლაინის გადადებასთან , უხარისხო შესრულებასთან და სხვა მრავალ პრობლემასთან  არის დაკავშირებული. როდესაც საქმეს ანდობ  სწორად არჩეულ სამშენებლო კომპანიას, სადაც ჰყავთ გამოცდილი გუნდი  სრული შემადგენლობით, შენ ზოგავ დროს, ენერგიასა და ფულს, რადგან არ გიწევს თითეული მათგანის ძებნა. მთავარი კითხვა, რომელიც  შენ მიერ არჩეულ გუნდს უნდა დაუსვა : რამდენად იქნები შენ ჩართული მშენებლობის პროცესში? (ურბან იქსი კი გთავაზობთ აკონტროლოთ დაჩაერთოთ მშენებლობაში მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ვიდეო კონტროლის
საშუალებით)

5. შეადგინე კონტრაქტი

ბოლო ნაბიჯი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონტრაქტის გაფორმებაა.  უნდა დარწმუნდე, რომ კონტრაქტში მითითებულია ყველა პირობა,   რას ითხოვ შენ და რას ითხოვს შენ მიერ არჩეული სამშენებლო კომპანია შენგან. კონტრაქტში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი პროცესების შესახებ , რომელიც უნდა ჩატარდეს შენი ოცნების სახლის აშენებისას. ასევე მნიშვნელოვანია კონტრაქტში მითითებული იყოს პირობები , რომელიც შენ საშუალებას მოგცემს შეცვალო შენი გადაწყვეტილებები მშენებლობასთან დაკავშირებით.

ნაბიჯები, რომელბიც უნდა გადადგა შენ , შენი ოცნების სახლის ასაშენებლად თავდაპირველად დამღლელად გეჩვენება, მაგრამ უნდა გახსოვდეს, ამ ნაბიჯების გადადგმის გარეშე დიდია ალბათობა იმისა, რომ სახლის აშენების შემდეგ თქვა „ნეტავ ეს სხვანაირად გამეკეთებინა“ .

 

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed