4 დეტალი, რომელიც სახლს უწესრიგოს ხდის

4 დეტალი, რომელიც სახლს უწესრიგოს ხდის

ერთ საცხოვრებელ ადგილას დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრებისას, მრავალი ნივთი გვიგროვდება და რთული ხდება იმ პატარა ნიუანსების შემჩნევა, რაც სახლს მოუწესრიგებელის შესახედაობას აძლევს. ხშირად დალაგების შემთხვევაშიც კი შესაძლოა ის მაინც უწესრიგოდ გამოიყურებოდეს.

ამის გამოსწორება კი მნიშვნელოვან ემოციურ სარგებელს უკავშირდება, რაც დროისა და ენერგიის  გამოსაყოფად ღირს.

იხილეთ ყველაზე გავრცელებული ნიუანსები, რომელიც სახლს უწესრიგოს ხდის.

  1. არასწორად განლაგებული ფარდები

1ა

 

დიზაინერები გვირჩევენ, რომ ფარდები დავკიდოთ მაღლა და განივრად, თუმცა რას უნდა ნიშნავდეს ეს?

მოკლე ფარდები ოთახს აპატარავებს. ეს თავისთავად მიუნიშნებს ადგილის სიმცირეზე და ოთახი გამოიყურება არეულად. სასურველია თუ გამოიყენებთ იატაკამდე სიგრძის ფარდას, რამდენიმე სანტიმეტრით ფანჯრების კიდეებისაგან დაშორებით. შედეგად კი უფრო ფართო და დიდი ფანჯრების არსებობის ილუზია იქმნება, ოთახი კი შედარებით დიდად და მოწესრიგებულად გამოიყურება.

2. არაოპტიმალურად განლაგებული ავეჯი

2

თქვით უარი ავეჯის კედელთან განლაგებაზე, რადგან ეს მკვდარი ზონის შთაბეჭტილებას ტოვებს ოთახის შუაგულში.

არ გაქვთ საკმარისი ადგილი? დივანის რამდენიმე სანტიმეტრით კედლისაგან მოშორებითაც შესაძლებელია უფრო დიდი ოთახის ილუზიის შექმნა.

3. დამალეთ ელექტროსადენები

3

არაფერი ქმნის არეულობის ეფექტს ისე, როგორც თვალსაჩინო ელექტროსადენები. სანათები, ტელევიზორი თუ სხვა ნივთები, რომლებიც მოითხოვენ ელექტროენერგიას საფრთხეს უმქნიან კომფორტულად მოწყობილ ოთახს. იდეალური გარემოს შესაქმნელად კი სასურველია თუ ელექტროსადენები თვალისთვის მიუწვდომელ ადგილას იქნება, ისევე როგორც ეს სურათზეა გამოსახული.

4. ერთფეროვანი გარემო

4

შესაძლოა წლების განმავლობაში იძენდეთ სხვადასხვა დეკორატიულ ნივთსა თუ აქსესუარს, თუმცა თითოეული მათგანის თაროებზე ერთად განლაგებით შესაძლოა უწესრიგობა შეიქმნას. შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე სასურველი ნივთები და განალაგეთ ის თვალსაჩინო ადგილას, ისე რომ შექიმნას კონტრასტი და განსხვავებული გარემო.