3 რამ, რაც უნდა გავითვალისწინოთ სასტუმროს დიზაინის შერჩევისას 2018 წელს

ადამიანთა მოთხოვნილებები და სურვილები მუდმივად იცვლევა, შესაბამისად სასტუმროში სტუმართა მიღებაც ადაპტირებული უნდა იყოს ცვლილებასთან. თვეზე მეტია რაც 2018 წელი დაიწყო და გამოიკვეთა რამდენიმე ტრენდი, რომელიც სასურველია თუ იქნება გათვალისწინებული სასტუმროს მოწყობისას მთელი წლის განმავლობაში.

1.ბუნების ელემენტები

თუ კი დიზაინერებს არ შეუძლიათ გარე ბუნება შენობაში მოაქციონ, მათ შეუძლიათ შეარჩიონ დიდი ფანჯრები ოთახებისათვის, რაც მისცემს სტუმრებს საშუალებას მეტად იყვნენ ახლოს ბუნებასთან.

ასევე,  მოათავსონ სხვადასხვა სახის მცენარე, მოძრავი წყალი ან ვირტაულური მოძრავი კოცონი.

c

2.მუდმივი კავშირი

სასტუმროები ცდილობენ სტუმრებს ისეთი კომფორტული და იდეალური გარემო მოუწყონ, სადაც ისევე შეძლებენ მუშაობასა თუ დასვენებას როგორც საკუთარ სახლში. ამისათვის კი დენის წყაროები კრეატიულად უნდა იყოს განლაგებული, ისე რომ საერთო დიზაინს შეესაბამებოდეს და ნებისმიერი წერტილიდან ადვილად ხელმისაწვდომი იყოს.

დიზაინერები ახლა მეტად კონცენტრირდებიან მოაწყონ სასტუმრო ოთახები თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობებით, მაგალითად ისეთი ტელევიზორებით, რომლებთანაც ნებისმიერი მოწყობილობასთან დაკავშირება შეიძლება და ჰქონდეთ საშუალება ნებისმიერი რამის უყურონ დიდ ეკრანზე.

c2

3. მინიმალისტური დიზაინი

ყველა წარმატებული სასტუმროს ბიზნესი კონცენტრირდება დიდი ოთახების შექმნაზე მინიმალისტური დატვირთვით, მხოლოდ იმ ნივთების მოცულობით რომელიც საჭიროა.  მინიმალისტური ტრენდი არა მარტო სასტუმროების, არამედ თითოეული სახლისათვის შესაფერისი და სასურველია.

მაგალითისთვის, ტანსაცმლის კარადის ნაცვლად სტუმრებს ხვდებათ ტანსაცმლის დასადგამი საკიდი.

წინა წლების სტატისტიკის გათვალისწინებით, მსგავსი დიზაინი პირდაპირ კავშირშია მოგების ზრდასთან.

c3