10 რჩევა – სახლი მდიდრულად რომ გამოიყურებოდეს

გაუზიარე

იდეალურ სამყაროში ყველას გვექნებოდა საშუალება რომ დიზაინერის დახმარებით შეგვექმნა სივრცეები, რომლებიც ფუფუნებას და დახვეწილობას წარმოაჩენდა.

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, რეალობა სხვა არის და ყველას არ აქვს დიზაინერის მომსახურების მიღების შესაძლებლობა.

      თუმცა არსებობს გზები, რითაც შესაძლებელია მივიღოთ მაღალი დონის დიზაინერული გადაწყვეტილებები დაბალი ბიუჯეტით. რამდენიმე მარტივი კორექციის და სტილის სტრატეგიული ტექნიკის საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ სივრცე, რომელიც ხაზს გაუსვამს ფუფუნებასა და სიმდიდრეს.

ჩვენ შევკრიბეთ 10 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ დიზაინის სრულად შეცვლაში ან ინტერიერის სწრაფ განახლებაში: 

                     

• გამწვანება

      თქვენ არ დაგჭირდებათ სავსე საფულე, რომ თქვენს სივრცეს ფუფუნება მიანიჭოთ. თაიგული მაღაზიიდან შეიძლება იყოს ის რაც გჭირდებათ. აუცილებელია მიაქციოთ ყურადღება თუ როგორ აწყობთ ყვავილებს და როგორი ფორმის (ზომის) ლარნაკში ათავსებთ მას. პირველ რიგში, თაიგული გამოყავით ღეროვანი ტიპის მიხედვით, შემდეგ კი შექმნით პატარა კომპოზიციას, რომელიც შეიძლება განთავსდეს მთლიანად სახლში.

      თუ ყვავილების ბუტიკში არ არის შესაძლებელი თაიგულის (მცენარის) შეძენა ან არ შეესაბამება თქვენს გემოვნებას, მარტივია თავად დაკრიფოთ ყვავილები, ტოტები, გირჩები, სხვადასხვა ფერის და ფორმის ფოთლები. შექმნათ თქვენი სურვილისამებრ თაიგული და გაალამაზოთ სივრცე.

გამწვანება ნამდვილად გაახილებს ნებისმიერ ოთახს.

 

 

• ბალიშები

      დიზაინერულად ძალიან უგემოვნოდ ითვლება ერთსა და იმავე ფერსა და ტექსტურაში გადაწყვეტილი დივანის, სავარძლების და დივანის ბალიშების ქსოვილით შემოსვა.

      გაახალისეთ ბალიშზე გადასაკრავი ქსოვილი. თუ ერთ ფერში გაქვთ დივანი და სავარძლები, ბალიშები შეიძლება იყოს დაპრინტული, ყვავილებიანი ან სხვადასხვა ფიგურებიანი ორნამენტებით. რამდენიმე ელფერის  დამატებით გააცოცხლდება ინტერიერი და  სივრცე.

      თუ ნათელ პალიტრას ვერ იღებთ სცადეთ მსუბუქი მდოგვისფერი, ჭუჭყიანი ვარდისფერი ან რბილი იასამნისფერი გამები.

 

                            • ფარდა

      მრავალ მდიდრულ და ძვირადღირებულ სახლს აქვს მაღალი ჭერი და შესაბამისად სახლი მეტად ნათდება ბუნებრივი განათებით. როდესაც ამის შესაძლბელობა არ არის უნდა მოვატყუოთ თვალი. ფარდა უნდა დავკიდოთ მაქსიმალურად ახლოს ჭერთან და არა პირდაპირ ფანჯრის ჩარჩოს ზემოთ. ეს საშუალებას გვაძლევს უფრო მაღალი ჭერი გამოვაჩინოთ და მივცეთ სივრცეს მდიდრული სახე.

       

 

• უწესრიგობა

       არეულობა და უწესრიგობა ნამდვილად არ არის ელეგანტური. ერთია, რომ გქონდეს წიგნებით სავსე თაროები მაგრამ ძალიან ბევრი ნივთი ოთახში ქმნის იაფ და ქაოტურ სახეს.

      შეავსეთ თაროები, ტუმბოები მხოლოდ იმ აუცილებელი ნივთებით, რომლებითაც ყოველდღიურად სარგებლობთ. დანარჩენი სხვა შეინახეთ სათავსოებში.  ამით სივრცე მეტად კლასიკური გამოჩნდება.

      სივრცეების ორგანიზებით უფრო უკეთესად იგრძნობთ თავს როგორც მენტალურად ისე ფიზიკურად – ეს მეცნიერულად დადასტურებულია.

 

 • კედლები

      არაფერი ისე არ იძლევა მყუდრო და ჩვეულ გარემოს, როგორც იდეალურად შეღებილი კედლები. მოიმარჯვე როლერი და საღებავი, დროა გააახლო კედლის ფერი. ოთახში თუნდაც ერთი კედლის მოხატვა არის ის მარტივი წვრილმანი, რომელიც დიდი გავლენას მოახდენს ნებისმიერ სივრცეში. არაფერია ისეთი ლამაზი, როგორც თეთრი კედლების ტრანსფორმაციული ეფექტი ან მტრედისფერად გადაწყვეტილი მისაღები ოთახი.

 

• გააფორმეთ ყველა სივრცე

      პროფესიონალურად გაფორმებული ფართების უმეტესობა ხაზს უსვამს სტილის ხელოვნებას. მას შემდეგ, რაც დეკორატიულ აქსესუარებს შეცვლით თქვენი გემოვნებით დარწმუნდით რომ ისინი ზომიერად არის გადანაწილებული ყველა ოთახში.

მიანიჭეთ თქვენს ავეჯს ელფერი მარტივი ხერხებით, ის ოსტატურად შეცვლის სტილს და მეტად მდიდრულ შთაბეჭდილებას დატოვებს.

 

• ხალიჩა

      ხალიჩა უზრუნველყოფს ავეჯის სტატიკურ, უმოძრაო მდგომარეობას. შესაძლოა ყველაფერი არ დააკავშიროს ერთმანეთთან მაგრამ ის შექმნის მყუდროებას და მოიყვანს დიზაინს ერთ მდგომარეობაში. ხალიჩა მატებს საჭირო სითბოს, ტექსტურასა და ფერს და რაც უფრო დიდია ის (და ავეჯის უფრო მეტი რაოდენობა შეგიძლიათ კომფორტულად განათავსოთ მასზე) მით უფრო მდიდრულად გამოიყურება.

                                                                                         

• სანათი

სანათის დახმარებით შეძლებთ ოთახში სასურველი ელფერის შეტანას. თანამედროვე სანათი ხელს შეუწყობს განზომილებების ორგანიზებას: დამატებას (განათებას) ან მოკლებას (ჩაბნელებას)

                                                                                         

• აქსესუარების ნაკრები

       მიუხედავად იმისა, რომ გირჩევთ თავიდან ავიცილოთ ბევრი აქსესუარი, არაფერი არ გამოიყურება ისე მიმზიდველად, ქმნის სისუფთავეს და ელეგანტურობას, როგორც შესატყვისი კომპლექტები სამზარელოში და სააბაზანოში. ერთნაირი აქსესუარები მაგალითად: საპნის დისპენსერი და ხელსახოცის შესანახი ამაღლებს ერთიან სახეს.

                                                                                       

• სარკმელი

      ბევრი სელერი გვთავაზობს ფანჯრის სარკმლის ქვეშ სივრცის მოწყობის ვარიანტებს, მასალებსა და მონტაჟს ფანჯრის ზომის და სპეციფიკაციების გათვალისწინებით.

      ეს სივრცე შესაძლოა გამოიყენოთ პრაქტიკულად. გააკეთოთ თაროები, მოსასვენებელი კუთხე ფანჯრის ზომის და თქვენი სურვილიდან გამომდინარე.

 

 

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed