ხის ინტერიერის იდეები თქვენი მომავალი სახლისთვის !

გაუზიარე

ხის მასალისგან დამზადებულ ჭერსა და იატაკს დიდი ხნისა და მრავალფეროვანი ისტორია აქვს სახლის დეკორაციაში.

დღესდღეისობით ხის ინტერიერს უფრო სადად იყენებენ, განსხვავებით როკოკოს ეპოქისგან. გთავაზობთ ერთ-ერთი სახლის ნიმუშს თქვენი იდეალური სახლის შესაქმნელად.

ამ  სახლში გამოყენებულია რამდენიმე განსხვავებული ხის მასალა კრეატიული ინტერიერის შესაქმნელად. ხის მასალა არამარტო ფონის შესაქმნელად არის მოხმარებული, არამედ ის ხდება აუცილებელი ელემენტი ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად,  იქნება ეს კარები, ავეჯი , ჭერი კედლები თუ ა.შ.

wood-ceiling-cladding

დააკვირდით ხის ჭერი და იატაკი როგორ ელეგანტურად და განსხვავებულად ყოფს ვიზუალურად სამზარეულოსა და მისაღბ ოთახს  და ტოვებს  იდეალურ შთაბეჭდილებას.

wood-ceiling-and-wood-floor-inspiration

ეს სახლი არის კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება განათებამ და ეგზოტიკურმა ხეებმა ერთად შექმნან ჯანსაღი გარემო ნეიტრაალური ფერების ფონზე. ხის მასალასთან ერთად მცენარეები მნიშვნელოვანი ელემენტებია სახლში სიმშვიდისა და სიჯანსაღის შემოსატანად.

natural-meets-modern-interior-theme

თეთრი სამუშაო კუთხე სამზარეულოში ტოვებს სისუფთავისა და სიჯანსაღის შეგრძნებას. სამზარეულოში ხის იატაკი და ხის კარადები კი კლასიკური ელემენტებია განსხავებული დიზაინის შესაქმნელად.

white-kitchen-with-wood-cabinets

საძინებელ ოთახში ხის მასალა გამოყენებულია მხოლოდ კომოდისა და სამუშაო მაგისთვის, რაც ეხმარება შავი კედლებისგან მათ გამოყოფას.

black-and-wood-bedroom-design

დაივიწყეთ ტრადიციული დიზაინი და გამოიყენეთ ხის მასალა სააბაზანოში .

wood-effect-bathroom-tiles

ბავშვის ფერად საძინებელში მხიარული გარემო შექმნილია  ბუნების ელემენტებითა, უცნაური ხალიჩით, ხის იატაკითა და კედელზე შემეცნებითი და სახალისო ანბანის   გამოყენებით.

nature-themed-kids-bedroom (1)

ურბან იქს – შევიქმნათ იდეალური გარემო !

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed