ფერების თეორია – როგორ გამოვიყენოთ ფერები ჩვენს სასარგებლოდ?

გაუზიარე

ფერების თეორია – როგორ გამოვიყენოთ ფერები ჩვენს სასარგებლოდ?

ფერებს ძალიან დიდი გავლენა აქვს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ დიდი ყურადღება მივაქციოთ მათ სწორ გამოყენებას ინტერიერში. ფერს შეუძლია შეცვალოს განწყობა ოთახში, მიიქციოს ყურადღება, შექმნას ენერგიული ან მოდუნებული გარემო და ა.შ.

რადგანაც ფერს ენერგია გააჩნია,მნიშვნელოვანია იცოდეთ,თქვენთვის რომელი ფერებია მისაღები,რომელი ფერების გარემოცვაში გრძნობთ თავს მშვიდად.

ფერთა კომბინაციები შეგვიძლია ჩვენს სასრგებლოდ გამოვიყენოთ და მივიღოთ სასურველი შედეგი. მთავარია მათი სწორად და ყურადღებით შერჩევა.

რატომ ეხამება ერთმანეთს ზოგი ფერი კარგად და სხვები კი არა?

როგორ გავიგო რომელი ფერია ყველაზე ეფექტური?

როგორ შევარჩიო შესაბამისი ფერი ჩემი ინტერიერისთვის?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში ფერთა თეორია დაგვეხმარება.

The-color-wheel-image

 

ფერთა კომბინაციების შესახებ მეცნიერები საუკუნეების წინ დაფიქრდნენ და ისააკ ნიუტონი პირველი იყო, ვინც ფერების ორგანიზება მოახდინა წრეზე,ეს წრე მან 1666 წელს გამოსახა.ნიუტონის ფერთა წრის შემოღებამ მისცა ნიადაგი ფერთა თეორიის განვითარებისთვის. თვითონ ფერთა შესახებ თეორია კი 1490 წელს ლეონარდო და ვინჩიმ გამოიყენა და განავითარა ფერთა წრის(ბორბლის) თეორია.

 

Color-tertiary-wheel

 

გამოიყოფა ფერების 3 კომბინაცია: (1) მთავარი ფერები, (2) მეორეხარისხოვანი ფერები, და (3) შუალედური ფერები.

 

Triadic-color-Wheel

 

უნდა ვიცოდეთ, რომ ძირითადი ფერი (primary colors) სამია.ესენია: წითელი,ყვითელი და ლურჯი.ისინი წარმოადგენენ ბაზას მეორეხარისხოვანი  (secondary) ფერების შექმნისთვის.

 

Secondary-Colors-Wheel-1024x1024

მეორეხარისხოვანი ფერებია : მწვანე,სტაფილოსფერი და იასამნისფერი.ეს მეორეხარისხოვანი ფერები მიიღებიან ძირითადი ფერების ერთმანეთში შერევით.ასე მაგალითად ლურჯისა და ყვითელის ერთმანეთში არევით ვიღებთ მწვანეს;წითლისა და ყვითლის არევით— სტაფილოსფერს;ლურჯისა და წითლის არევით—- იასამნისფერს.

შუალედური ( tertiary) ფერები უკვე ძირითადი და მეორეხარისხოვანი ფერების ნაზავს წარმოადგენენ.ამგვარად კიდევ 6 ფერი ემატება ფერთა გამას.ესენია :სტაფილოსფერ-ყვითელი,წითელ-სტაფილოსფერი,იასამნისფერ-წითელი,ლურჯ-იასამნისფერი,ლურჯ-მწვანე,ყვითელ-მწვანე.

ფერთა ჰარმონია

Color-Harmony-Blue-Pale-Wall

 

 

 

 

ჩვენ შევეცდებით ვისაუბროთ რამდენიმე ძირითადი ფერის შესახებ, თუ რა სიმბოლური დატვირთვა აქვს მათ, როგორია იმ ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ვინც მათ ანიჭებს უპირატესობას და როგორი არიან ისინი, ვისაც რომელიღაც კონკრეტული ფერისადმი ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.

ადამიანები, როგორც წესი, ერთ, ან მაქსიმუმ ორ-სამ ფერს ანიჭებენ უპირატესობას ( იმის მიხედვით, თუ სად ვიყენებთ ამ ფერებს – ტანსაცმლის, ინტერიერის თუ ავტომობილის შერჩევისას). სასიამოვნო ან უსიამოვნო გრძნობა, რომელსაც რომელიღაც ფერი გვანიჭებს, შეიძლება დროთა განმავლობაში იცვლებოდეს. მიუხედავად ამისა, ფერი, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ, ვრცელ ინფორმაციას იძლევა თქვენი ხასიათის და ემოციური მდგომარეობის შესახებ.

faaf8c903875cbd6049842d1f2b1c1c0

თეთრი – თეთრი გამოხატავს სისუფთავეს, სიფაქიზეს, სინაზეს, ნეიტრალიტეტს, სტერილურობასა და ახალგაზრდობას.

Grey-bathroom-detachment-meaning

ნაცრისფერი  –  ეს არის ფერი შავსა და თეთრს შორის. მან შეიძლება გამოხატოს ელეგანტურობა, სისუფთავე, პატივისცემა, სტაბილურობა, სინაზე. ხშირად იგი პესიმიზმთან, მოწყენილობასთან ასოცირდება.  .

Black-bathroom-design-secrets

შავი – ასოცირდება სიბნელესთან, სადიუმლობებთან, იდუმალებასთან..

Lines-of-Hello-Kitty-suite-Knibb-Design

ვარდისფერი – სიცოცხლის ფერია,პრაგმატული ადამიანებისთვის  ვარდისფერი მიუღებელია.

Red-tiles-for-shower

წითელი – წითელი არის ინტენსიური, ვნების აღმძვრელი ფერი.

ნივთები, რომლებიც წითელ ტონალობაშია, უფრო დიდი მოჩანს, ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან. იგი სხვა ფერებს შორის ყოველთვის გამოირჩევა, რის გამოც ამ ფერში გამოიხატება ის საგანი და ნივთი, რომელზეც ადამიანებს სურთ რომ მოხდეს ყურადღების გადატანა. კვლევებმა აჩვენეს, რომ წითელ ფერს შესაძლოა ჰქონდეს ზეგავლენა ორგანიზმზეც, წითელი ფერის დანახვისას ხშირდება სუნთქვა და იზრდება სისხლის წნევა.

Modern-Brown-Cardboard-Lights

ყავისფერი – ეს არის თბილი და ნეიტრალური ფერი. ამ ფერს ხშირად ზედმეტად „მოწყენილ“ ფრად აღიქვამენ, თუმცა ეს შეხედულება მცდარია, რადგან ყავისფერი გამჭრიახობის, სიცოცხლის, უბრალოების, ფერია.

ყავისფერი და მისი ღია ტონალობები გვხვდება მყუდრო და მდიდრული ინტერიერის მოსაწყობად. ეს ფერი გარემოს უფრო კომფორტულს, თბილსა და მეგობრულს ხდის.

.

Galanter-and-Jones-Heating-outdoor-Furniture

ნარინჯისფერი – მეოცნებე და კარგი ინტუიციის მქონე ადამიანების ფერია. ის ადამიანს ენერგიითა და ენთუზიაზმით ავსებს

Yellow-Folding-Umbra-Chair

ყვითელი – ერთი მხრივ ის სიხარულისა და მხიარულების ფერია, ხოლო მეორე მხრივ ის ლაჩრობასთან, სიმხდალესთან, ცბიერებასთან, ტყუილთან, სიხარბესთან ასოცირდება.

Bathroom-with-touch-of-green-grass

მწვანე – მწვანე ბუნებისა და პლანეტის დამცველთა ფერია, თუმცა იგი ხშირად ფულთან და მასთან არსებულ უარყოფით ემოციებთან ასოცირდება, ეს ფერი ასევე ასოცირდება იმედთან, სულიერებასთან, სიცოცხლესთან, ძვირფას ქვასთან, მოხდენილობასთან, გაზაფხულთან, განახლებასთან.

Blue-small-chair-with-chrome-base

ლურჯი – ლურჯი არის სტაბილური, არაამაღელვებელი, ნდობის აღმძვრელი ფერი. ლურჯი შეიძლება იყოს ძლიერი და ამასთან მსუბუქი. თითქმის ყველა ადამიანს უყვირს ლურჯისა და ცისფერის რაიმე ტონალობა მაინც. ხშირად პოლიციელებს ლურჯი ფორმები აცვიათ, რადგან ეს ფერი ხალხში ნდობასა და დაცულობასთან ასოცირდება.

ლურჯი ფერი არის შემწყნარებელი ფერი, იგი ამშვიდებს სხეულს და გონებას, ქმნის უსაფრთხოების და ნდობის ატმოსფეროს. ლურჯი ფერი არის კრეატიუულობის ნიშაბი, მისი გამოყენება რეკომენდებულია კლასებში და აუდიტორიებში.

Purple-high-chairs

იასამნისფერი – ეს ფერი მიიღება წითლისა და ლურჯის კომბინაციით და მიიჩნევა განსხვავებულობის სიმბოლოდ. იისფერი ადამიანში ინფანტილიზმის, მუდმივად თანადგომისა და დახმარების მოთხოვნილების სიმბოლოა.

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed