როგორ მოვაწყოთ სახლი ფენ შუის მიხედვით?!

გაუზიარე

ამბობენ, საცხოვრებელი ადგილი მისი მობინადრეების ანარეკლია და პირიქით. ფენ შუი გვთავაზობს რჩევებს, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი სახლის მოწყობისას, იმისათვის რომ შევიქმნათ იდეალური გარემო ჰარმონიული და ბედნიერი ცხოვრებისათვის.

ფენ 

1. განალაგეთ საცხოვრებელი ინვენტარი ოპტიმალურად

მნიშვნელოვანია, რომ მისაღებ ოთახში განთავსებული ავეჯი შემოსასვლელ კარს არ ბლოკავდეს, დივანი კი კედელთან იყოს მიდგმული. პოზიტიური აურის შესაქმნელად, სასურველია თუ სანათს დადგამთ ოთახის კუთხეში.

2

საძინებელი ოთახის შემთხვევაში კი, არ არის სასურველი საწოლის ფანჯარასთან ან შემოსასვლელ კართან განთავსება. ფენ შუი გვირჩევს რომ სასურველია ოთახის ინტერიერის დიზაინი ნეიტრალურ ფერებში იყოს.

 2. ეზოს/აივნის მოწყობა

ხშირად ადამიანები მხოლოდ საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიას მოვაწყობთ, მოვალამაზებთ და გვავიწყდება ჩვენი აივანი ან ეზო. შესაძლებელია ამ ტერიტორიების მცენარეებითა და ყვავილებით მორთვა, რაც არა მხოლოდ გაალამაზებს ჩვენს გარემოს, არამედ დადებითაც აისახება ჩვენს ბედნიერებაზეც. ფენ შუი მცენარეებს განსაკუთრებულ მნიშნელობას ანიჭებს, რადგან ის სიცოცხლესთან ასოცირდება და მათი განლაგება ასევე რეკომენდირებულია მისაღებ და საძინებელ ოთახებში.

3

 3. თქვით უარი უწესრიგოდ განლაგებულ ნივთებზე

თავი აარიდეთ ნებისმიერი ნივთს, რომელიც არ მოგწონთ ან  არ გიყვართ. სახლში წესრიგის დამყარება დიდ დროს მოითხოვს და შრომატევადია, მაგრამ ჰგავს თერაპიას, რომლის შემდეგად უფრო მეტად კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდით საცხოვებელ სახლს.

4

 

 4. ყურადღება მიაქციეთ ოთახის ტემპერატურასა და ჰაერის ხარისხს.

მნიშვნელოვანია რომ ოთახის ტემპერატურა იყოს ნეიტრალური, არც ძალიან ცხელი და არც ძალიან თბილი. ჰაერის გამოცვლა კი მნიშვნელოვანია რეგულარულად, რაც არსებითია ფენ შუისათვის.

5

 

5. ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება აურას, რომელიც თქვენს სახლში ტრიალებს.

ფენ შუის რჩევების გათვალისწინებით შესაძლებელია იდეალური გარემო შევიქმნათ ბედნიერი, პროდუქტიული და რეალიზებული ცხოვრებისთვის. ის ამარტივებს  ყოველდღიურობას, და გვეხმარება გარემო ისე მოვაწყოთ რომ გვეხმარებოდეს მიზნების მიღწევაში. ჩვენ უბრალოდ მას უნდა დავაკვირდეთ, გავაანალიზოთ და შევცვალოთ საჭიროებისამებრ.

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed