5 ეშმაკური ხერხი თქვენს სამზარეულოში მეტი სივრცის შესაქმნელად.

გაუზიარე

მეტი სივრცე თქვენს სამზარეულოში!!

თუ გეგმავთ სამზარეულოს განახლებას, ან გსურთ ახალ სახლში პატარა სამზარეულო მოაწყოთ, თანაც ისე, რომ რაც შეიძლება დიდი სივრცე გამოჩნდეს. გამოიყენეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ეშმაკობები, სასურველი იდეალური გარემოს შესაქმნელად.

 

  1. შეარჩიეთ პრიალა ზედაპირის მქონე ტექნიკა.

საბედნიეროდ, დღესდღეისობით თქვენ შეგიძლიათ მაღაზიებში აარჩიოთ ისეთი ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ თქვენი პატარა სამზარეულო ისეთივე მდიდრული გახადოთ, როგორიც თავად დიდი სამზარეულოა. ამის მისაღწევად შეიძინეთ პრიალა ზედაპირის მქონე მოწყობილობები.

 

k1

 

  1. რაც შეიძლება ცოტა ნივთი დადეთ გამოსაჩენ ადგილას .

ზედაპირზე განალაგეთ მხოლოდ პატარ- პატარა ნივთები, რომლებიც არ შექმნიან არეულობას თქვენს სამზარეულოში. ბევრი არაშესახედავი, მასიური ნივთი თქვენს სამზარეულოს უფრო დააპატარავებს, სწორად შერჩეული რაოდენობა კი შექმნის დიდი სივრცის ილუზიას და მოწესრიგებულ გარემოს.

k2

 

  1. შეამცირეთ კაბინების რაოდენობა.

ძალიან ბევრი კაბინა, განსაკუთრებით მუქი ფერის, აპატარავებს სამზარეულოს. ნათელი ფერების, ღია თაროების და მინის  კარადები გაცილებით უფრო მომხიბლელია და თანაც სივრცის გაფართოებაშიც გვეხმარება

k3

 

  1. დაიპყარით კუთხეები.

ყოველთვის გვწყდება გული, როდესაც სივრცე გამოუყენებელი გვრჩება . კუთხეებში ჩაშენებული სამკუთხა უჯრებით  თქვენ შეძლებთ სივრცის მაქსიმალურად ათვისებას.  გახსოვდეთ, რომ ყველა სანტიმეტრის ეფეტურად გამოყენება, პატარა სივრცის გასადიდებლად აუცილებელია.

k4

 

5. გამოიყენეთ გაზქურის ზედა კედელი სარფიანად.

ყველაზე დიდი სივრცის ქურდები, დანებისა და ქაფჩების ბლოკები არიან. გაზქურის თავზე არსებულ კედელზე მათი ჩამოკიდებით არა მარტო მეტ თავისუფალ სივრცეს დატოვებთ თქვენს სამზარეულოში, არამედ გაიმარტივებთ მათთან წვდომას მზადების პროცესში.

k5

 

ურბან იქს – შევიქმნათ იდეალური გარემო !

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed