როგორ განვაახლოთ ხის იატაკი

გაუზიარე

როგორ განვაახლოთ ხის იატაკი

სკამების გადაადგილება, შინაური ცხოველები, ხმაურიანი წვეულებები, რამდენიმე არასასიამოვნო ინციდენტი და თქვენი იატაკი სულაც აღარ გამოიყურება ისე, როგორც 2-3 წლის წინ, მისი დაგებისას გამოიყურებოდა.  იატაკის მუდმივი მოვლა იოლი საქმე როდია, განსაკუთრებით, ხის იატაკის.

ყოველდღიური წმენდისა და სხვადასხვა ქიმიური საშუალებების გამოყენების მიუხედავად, ნაკაწრები ჩვენს ხის იატაკებზე მაინც ხშირად ჩნდება….მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ,რომ თუკი რამდენიმე ეშმაკურ ხრიკს ისწავლით, ამ პრობლემას ძალიან მარტივად, მინამალური ფინანსური დანახარჯითაც გაუმკლავდებით!

პირველ რიგში ვიწყებთ პრობლემის იდენტიფიცირებით! აუცილებელია დავადგინოთ არის თუ არა ნაკაწრები ღრმა და საჭიროებს თუ არა ის ამოვსებას.

ზედაპირული ნაკაწრები შეგვიძლია იოლად შევნიღბოთ. ამისათვის კი არსებობს სპეციალური მარკერები. მათი საშუალებით, იატაკისა თუ სხვა ხის მასალისაგან დამზადებული ავეჯის მოვლა ძალიან გაგიმარტივდებათ! ამასთან, შეგიძლიათ სასურველი ფერიც შეარჩიოთ.

repair-wood-floors-minwax_b66800eb89ab709128fe9321d24733e0_3x2_jpg_300x200_q85

 

 

 

 

 

იმ შემთხვევაში, თუკი ნაკაწრები ღრმაა ან ფიცრებს შორის არსებობს დაშორება აუცილებელია მათი ამოვსება. დიდ დანახარჯებსა და შრომას არც ეს პროცედურა უკავშირდება. იატაკის გამოცვლის, ახალი ხის მასალების ყიდვისა და რამდენიმე დღიანი ( შესაძლოა თვიანი) სარემონტო სამუშაოების ნაცვლად, შეგიძლიათ დაზიანებული იატაკი სახლის პირობებშიც განაახლოთ. ამ შემთხვევაში დაგვჭირდება ხის მასალის „ამოსავსები“ (Wood Filler).

meore poto

 

 

 

 

 

 

mesame poto

 

 

 

 

ნაკაწრებთან გამკლავების შემდეგ, შეგვიძლია კვლავ ჩვეულ მეთოდს დავუბრუნდეთ და განახლებული იატაკი სპეციალური საწმენდი ხსნარით გავაპრიალოთ!

meotxe poto

 

 

 

 

ამ მარტივი მეთოდების წყალობით შეძლებთ თქვენს ძველ იატაკს დამღლელი სარემონტო სამუშაოების გარეშეც კი დაუბრუნოთ ახლებური ელფერი 🙂  წარმატებებს გისურვებთ!

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed