როგორ გადავაკეთოთ სახლი მარტივად ?

გაუზიარე

თუ მოგბეზრდათ თქვენი სახლის ერთფეროვნება, გაქვთ შესაძლებლობა რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით შეცვალოთ ძველი ახლით.  დღესდღეისობით მეტად აქტუალურია სახლების გადაკეთება ძველი ნივთების გამოყენებით. მთავარია დაინახო  რისი რეკონსტრუქციაა შესაძლებელი, რა არის საერთოდ გადასაგდები და რას არის დასამატებელი  იმისათვის , რომ თავი დააღწიო ერთფეროვან გარემოს.

დიდი განსხვავებაა, არა ?

1

რა გააკეთეს ოთახის გამოცოცხლებისთვის?

ოთახში შესვლისას პირველი რაც თვალში ცუდად ხვდებოდათ გადაკეთებამდე, ბუხრის თარო იყო. სწორედ ამიტომ შეუსაბამო, მრგვალი, შავჩარჩოიანი  სარკე შეცვალეს  ოქროსფერი მზის ფორმის სარკით. ბუხრის თარო მოაწყვეს შუშის ვაზებით  და ანტიკური შანდლებით. ამ დახვეწილი დეტალებით შეავსეს სივრცე და უფრო ელეგანტური გახადეს.

2

რადგან ჟალუზები კარგ მდგომარეობაში იყო  შეცვლა საჭირო აღარ გახდა,  თუმცა დაამატეს ორი ფარდის კარნიზი. ფანჯრის წინ დააამაგრეს თარო დეკორაციისთვის. ფარდის ქსოვილი შეარჩიეს გეომეტრიული ფიგურებით, რადგან ოთახი უფრო მოდერნიზებული და გამოცოცხლებული გამხდარიყო. ფარდების მუქი ხაზებსა და ლამფების ჩრდილებს  ერთიანობაში მოჰყავს სავარძელი სკამები და წიგნების კარადა .

4

3

ტელევიზორის უკანა კედლის სიცარიელე შესამჩნევი იყო. გამოსავალი იპოვეს და გააკეთეს ოჯახის საყვარელი სურათებით  კედლის ალბომი. სურათების ჩარჩოები უმეტესად ერთი ზომის აირჩიეს. მრავალფეროვნებისთვის რამდენიმე სხვა ზომის ჩარჩო გამოიყენეს. ტელევიზორის გვერდზე დადგეს ფოთლებიანი ქოთნის ხე, რათა დაეფარათ კაბელები და გამოეყენებინათ სივრცე მაქსიმალურად.

5

ასევე დაამატეს წიგნების თარო, ნახატი, ტყავის სავარძელი და კედლის ლამფა იმისათვის, რომ შეექმნათ კომფორტული საკითხავი/სამუშაო კუთხე.

7

ურბან იქსი გისურვებთ წარმატებებს ! 

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed