როგორი უნდა იყოს სამზარეულო ღია ცის ქვეშ ?

გაუზიარე

თუ თქვენ ხართ წვეულებებისა და მწვადების მოყვარული ადამიანი, გსურთ ეზოში სამზარეულოს მოწყობა, დროა, ეს სურვილი აიხდინოთ.

რა ჯობია  საყვარელ ადამიანებთან ერთად, იდეალურ გარემოში, გემრიელი კერძებითა და ჭიქა ღვინით ხელში ზაფხულის საღამოს გატარებას?

გთავაზობთ რამდენიმე იდეას ღია ცის ქვეშ  სამზარეულოს მოსაწყობად, როგორც საკუთარი სახლისთვის, ისე სასტუმროებისა და რესტორნებისთვის.

1 - Copy

ტალავერით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ არაჩვეულებრივი სამზარეულო კუთხე. განათებები, ჩარჩო და სხვა დეტალები უფრო მეტად ფუნქციონალურსა და ლამაზ გარემოს ქმნის.

2 - Copy

სამზარეულო სპეციალურად არის ისე მოწყობილი, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში კომფორტულ გარემოში გაატაროს დრო, გართობისა და წვეულებების მოყვარულმა ოჯახმა. ამ კომფორტს კი უზრუნველყოფს კონდიციონერი, რომელიც ჭერზეა დამაგრებული.

3 - Copy

როგორც ხედავთ, ეს ეზოს სამზარეულო აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით, გაერთიანებულია სასადილო და მოსამზადებელი კუთხე, რაც უფრო მეტ კომფორტს ქმნის. ნამდვილად  იდეალური გარემოა, რომელიც  სადილის მომზადებასაც კი შეგაყვარებთ.

4

ღია ცის ქვეშ წვეულების მოწყობა უფრო ადვილია, როდესაც სამზარეულო გარეთ გაქვს! როგორც სურათზეა მოცემული, ერთ სივრცეში გაერთიანებულია ბუხარი, მოსამზადებელი და მოსასვენებელი კუთხე, არაჩვეულებრივი ხედი და რა აკლია ამ სურათს? თქვენი მეგობრები და ახლობლები, რომელებიც არასდროს იტყვიან უარს თქვენთან წვეულებაზე მოსვლაზე!

5

შესანიშნავი იდეა თქვენი აგარაკისთვის. უბრალო მაგიდა და სკამები, რომლებიც თავიანთი უბრალოებით, საკმაოდ ბევრ ადამიანს იტევს. თუ თქვენ გსურთ  პატარა ადგილის მაქსიმალურად გამოყენება, მოაწყვეთ თქვენი სამზარეულო ღია ცის ქვეშ, მსგავსი მაგიდითა და სკამებით და გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად (რაც არ უნდა ბევრნი იყვნენ).

თუ თქვენ სამზარეულოს მოაწყობთ ღია ცის ქვეშ, იქ სადაც თქვენი სტუმრები ერთობიან, სანამ თქვენ სადილს ამზადებთ, არასდროს იქნებით დაჩაგრული, შეძლებთ მათთან ერთად კარგი დროის გატარებას და რაც მთავარია, იგრძნობთ თავს კომფორტულად, რადგან ყველაფერი ახლოს გექნებათ, არ მოგიწევთ ოთახიდან ეზოში სირბილი და მარტივად შეიქმნით იდეალურ გარემოს !

ურბან იქს- შევიქმნათ იდეალური გარემო !

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed