შეცდომები, რომლებიც აუცილებლად უნდა ავირიდოთ თავიდან სახლის მოწყობისას

გაუზიარე

შეცდომები, რომლებიც აუცილებლად უნდა ავირიდოთ თავიდან სახლის მოწყობისას.

დეკორაცია არის პროცესი, რომლის დროსაც აუცილებლად გამოგვრჩება რაღაც დეტალი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა დავუშვათ ისეთი საბედისწერო შეცდომები , რომლებიც გამოუსწორებელია, ან გამოსწორებადია, მაგრამ ამავდროულად მაღალდანახარჯიანია. გთავაზობთ ასეთი შეცდომების მაგალითებს,  იმისათვის რომ თავიდან აირიდოთ ზედმეტი თავის ტკივილი და დაზოგოთ ფული.

1. კედლების შეღებვა საღებავის ტესტირების გარეშე

თქვენ ხედავთ ფერს, რომელიც მოგწონთ, ყიდულობთ და იწყებთ კედლების შეღებვას, რაც არასწორია. ფერები შესაძლოა სულ სხვანაირად ჯდებოდეს თქვენს კედლებზე. შესაძლებელია ოთახის განათების გამო აღქმული ფერი სულაც აღარ მოგეწონოთ დროთა განმავლობაში. ამიტომაც უმჯობესია კედლის მხოლოდ პატარა ნაწილი შეღებოთ, და რამდენიმე დღის განმავლობაში დააკვირდეთ, როგორ ფერს იღებს კედელი სხვადასხვა განათებაზე.

2. შეუსაბამო ფერის სავარძელი

თქვენ შეგიძლიათ  არ იფიქროთ ბევრ ბალიშებზე და სხვა ნივთებზე, რომლებზეც ადვილად იტყვით უარს და შეცვლით ახლით, მაგრამ როდესაც სავარძელს ყიდულობთ, რომლის ფერიც  არის მყვირალა, შეუსაბამო და რამდენიმე დღეში მობეზრებადი, თქვენ დიდი პრობლემის წინაშე დგებით. ხვდებით, დაუფიქრებლად რამდენი ფული გადაყარეთ ასეთი სავარძლის შეძენაში და გიწევთ დამატებითი ხარჯების გაწევა ახლის შესაძენად.

3. მეორადი/ იაფფასიანი ავეჯი

ხშირად, ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება იაფად შევიძინოთ დეკორაციისთვის განკუთვნილი ნივთები. სავარძლები, სკამები, მაგიდები. იაფად შეძენის შემდეგ კი აღმოვაჩენთ, რომ ჯობდა უპირატესობა მიგვენიჭებინა ხარისხისთვის , რადგან რამდენიმე კვირაში ნივთები უკვე გამოსაცვლელია. გვიწევს ახლიდან ყიდვა, რაც უფრო მეტი გვიჯდება, ვიდრე თავიდანვე რომ მიგვეღო სწორი გადაწყვეტილება და გვეყიდა ხარისხიანი ავეჯი.

4.თეთრი ხალიჩა.

თეთრი , ქათქათა ხალიჩა სისუფთავესთან ასოცირდება? არა. თუ თქვენ ხართ სისუფთავის მოყვარული ადამიანი და გსურთ თეთრი ხალიჩით მიაღწიოთ სისუფთავეს,  თუნდაც არ გყავდეთ შინაური ცხოველი ან ბავშვი, არ იაროთ ფეხსაცმლით სახლში, თქვენი თეთრი ქათქათა ხალიჩა მაინც მარტივად გაჭუჭყიანდება . ყოველდღიურად შეიცვლის ფერს, რაც მომავალში დისკომფორტს შეგიქმნით როგორც თქვენ, ისე თქვენი სახლის მომავალ სტუმრებს.

ურბან იქს – შევიქმნათ იდეალური გარემო !

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed