შევიტანოთ ინტერიერში სითბო ფერების გამოყენებით – დიზაინერების რჩევები

ცხელი ზაფხულის შემდეგ, სახლში მყუდროდ და თბილად ყოფნა ძალიან სასიამოვნოდ ჟღერს – საუკეთესო დროა მოიწვიოთ მეგობრები.

„შემოდგომა მშვენიერი დროა რომ სახლი მოიცვას თბილმა ფერებმა, ვინაიდან შემოდგომის ფერთა პალიტრა მოიცავს ფერების თბილ მხარეს“ – ამბობს დიზაინერი ერიკა დეილი. „შემოდგომის ფერებში გადაწყვეტილი ქსოვილი, აქსესუარები, დეკორატიული თუ ცოცხალი ყვავილები სახლში შეინარჩუნებენ სეზონის სიმყუდროვესა და სითბოს“.

რას ნიშნავს და როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს დეკორაცია, რომელიც სახლში შემოიტანს თბილ ფერებს?!  ამისათვის სამი დიზანერის რჩევა დაგვეხმარება, რომლებიც შემოგვთავაზებენ ფერთა დაბალანსებულ პალიტრას.

რა არის თბილი ფერების მაგალითები?

„ზოგადად, თბილი ფერები არის წითელის, ნარინჯისფერის და ყვითელი ფერის ოჯახები, ხოლო ცივის მწვანე, ლურჯი და მეწამულის ოჯახები“- ამბობს დეილი. წარმოიდგინეთ შინდისფერი, ატმისფერი, ბადრიჯნისფერი, ზურმუხტისფერი, ცისფერი და კობალტისფერი. გაგახსენდებოდათ წრიული ფერთა პალიტრა, რომელიც ძირითადად ორ ნაწილად იყოფა, თუმცა არის „ჰიბრიდული“ ფერი, მაგალითად მეწამული“.

თბილ ტონებში შეიძლება მოვიაზროთ მიწიერი ტონები.  „ჩემთვის თბილი ფერებია აქლემის ტყავისფერი, ატმის და ფორთოხლისფერი, ღრმა რუხი“ – ამბობს დეკორაციის დიზაინერი ბეილი დეიონი. „ცივი ფერები უფრო ნათელია და ოთახში ჰაეროვნების შეგრძნებას ტოვებს“.

თეთრი ცივია თუ თბილი?

ორივე! თეთრს შეიძლია იყოს ცივი და თბილიც, დამოკიდებულია ჩრდილზე.“ თუ კარგად დააკვირდებით შეამჩნევთ თეთრში სხვადასხვა ტონებს როგორებიცაა წითელი, ცისფერი, ყვითელი და იასამნისფერი“ – ამბობს არიელ რიჩარდსონი, ინტერიერის დიზაინერი სან დიეგოში ASR Design Studio -ს დამაარსებელი.

შესაძლებელია გარკვეული პრაქტიკაცაა საჭირო რომ გავერკვეთ ფერებში, ისინი ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ყველა წვრილმანზე, დეკორაციასა თუ ავეჯზე. „ყვითელის ან ვარდისფერის ქვედატონები იკითხება, როგორც თბილი ტონი, ამასთან თეთრი ცისფერთან ან მწვანესთან არის ცივი“ – განმარტავს დეილი.

განათების სხვადასხვა ტიპებმა ასევე შეიძლება გავლენა მოახდინონ იმაზე, თუ როგორ ტონებში იქნება თეთრი ცივში თუ თბილში – აქედან გამომდინარე დიზაინერები გვირჩევენ სანამ ოთახს გადავღებავთ  შევამოწმოთ განათების ტიპი და დონე. „თუ თქვენ გაქვთ უხვი ბუნებრივი განათება, თეთრი „ცივად“ გამოჩნდება, ხოლო ხელოვნურად განათებული ოთახები გაცილებით თბილი იქნება“ – ამბობს დეილი.

არ ინერვიულოთ თუ თეთრის ორივე ტონი შეერია ინტერიერში.  როგორც თბილმა ისე ცივმა თეთრის ტონმა შეიძლება ძალიან კარგ შედეგამდე მიგვიყვანოს. „მე მიყვარს სუფთა თეთრის და თეთრის თბილი ტონების შერევა, ეს ქმნის ნათელ და ჰაეროვან სივრცეს, ასევე მყუდროს და თბილს“ – ამბობს დეიონი.

ნაცრისფერი – ცივი თუ თბილი

ისევე როგორც თეთრი ნაცრისფერი არის როგორც ცივი ისევე თბილი. თუ გნებავთ თბილი ნაცრისფერი გამოიყენეთ – კლასიკური ნაცრისფერი. „ის იგრძნობა, როგორც მსუქუბი და ჰაეროვანი, მაგრამ ის ასევე არის თბილი და ელეგანტური, რაც სრულყოფილია მისაღები ოთახისთვის“ – ამბობს დეილი.

„თქვენ შეგიძლიათ თქვათ ფერი თბილია თუ ის უფრო მშვიდია“ – ამბობს რიჩარდსონი. „თამამი და ნათელი ფერები ფერთა პალიტრის ცივ მხარესაა.“

„თბილი ფერები ასოციაციას გვიქმნის სიცხესთან, ცეცხლთან და მზესთან, ასე რომ ეს ფერები განგვაცდევინებენ ენერგიულ, მყუდრო, მგზნებარე, მასტიმულირებელ გრძნობებს“ – ამბობს დეილი. „პირიქით, ცივი ფერები ასოცირდება წყალთან, ცასთან, შესაბამისად ცივი ფერები ასტიმულირებს  დამამშვიდებელ, გამაგრილებელ, კონცეტრირებულ გრძნობებს.

თქვენს განწყობაზე გავლენის მოხდენის გარდა, ფერი ცვლის ოთახის ხასიათსაც.  თბილი ფერების ინტერიერი უფრო კეთილგანწყობას გვიქმნის. ცივმა ფერებმა შესაძლოა შექმნან ილუზია დიდი სივრცის, თუმცა თავს ასეთ ინტერიერში სტელირულად ვგრძნობთ.

შეიძლება თუ არა თბილი და ცივი ფერების შეწრყმა ერთ ოთახში

დიახ! „წიგნის დიზაინის ერთ-ერთი საუკეთესო ხრიკი არის ბალანსი ცივი და თბილი ფერების“ – ამბობს დეილი. „მიუხედავად იმისა, რომ ოთახში დომინანტურმა ფერებმა შეიძლება განავითარონ საერთო განწყობა, დაბალანსება ხდება დიზაინით, რაც შესაძლებელია საპირისპირო ფერის ელემენტებით იყოს უხვად გაჯერებული“. მაგალითად, თუ თქვენ არჩევანს გააკეთებთ ჰაეროვან და ცივი თეთრის ტონში კედლებზე, თბილი ელემენტების დამატებით, მაგალითად წითელი ხალიჩა, სპილოსძვლისფერი თეთრეული ან სპილენძის აქცენტები და ელემენტები, ოთახი მეტად მყუდრო გახდება.

 

რიჩარდსონი გვირჩევს კედლებზე და ჭერზე უფრო ცივი ფერების გამოყენებას, რათა ოთახი უფრო ფართო გამოჩნდეს, თუმცა ეს „სიცივე“ უნდა დაბალანსდეს „თბილი შეხებით“ – არქიტექტურული დეტალებით, ავეჯით, განათებით, სხვადასხვა მოწყობილობებით და აქსესუარებით.

რა შეიძლება ითქვას შემოდგომის ფერების შემოტანაზე, როგორიცაა მდოგვისფერი, ტერაკოტისფერი ან ხურმისფერი? აქსესუარების შეცვლა სწრაფად განაახლებს სახლს შემოდგომის სეზონისთვის. „თბილი ფერის გადასაფარებლები და ბალიშები შეუთავსეთ ერთმანეთს, ამან შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს,“ – ამბობს დეიონი. „მე მიყვარს გამწვანების შეცვლა ბუნებრივი გამხმარი ბამბით. ის ძალიან მყუდრო და თბილ იერს აძლევს გარემოს.“