ტრენდული თუ მარადიული – როგორ დავამყაროთ ბალანსი

    გახსოვთ 1980-იანი წლების პასტელური ფერები? თუ სახლი 1985 წელს გქონდათ, შეიძლება თქვენი მისაღები ოთახი მოწითალო და შინდისფრად იყო გაფორმებული, ქრომირებული და ხის აქცენტის მაგიდებით. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გიყვარდათ იმ დროის ინტერიერი, მისი “ყოფნის” პერიოდი ნამდვილად გავიდა.

    არსებობს ორი სახის ტენდენცია, რომელიც შეიძლება იყოს თქვენი სახლის ნაწილი – დეკორატიული გადაწყვეტა და სამშენებლო ან არქიტექტურული ტენდენციები. დეკორაციის ტენდენციების შერჩევა კარგი გზაა თქვენი სტილის გამოსახატად, მაგრამ მათი ადვილად გადასწორება ან მოხატვა შესაძლებელია სახლის ახალი მეპატრონისთვის ან თქვენთვის ინტერიერის გასახალისებლად.

    თქვენს სახლში არქიტექტურული ტენდენციების გამოყენებამ (მაგალითად, თაღოვანი კარები, ხის იატაკი ან შავი ჩარჩოს ფანჯრები) შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი სახლის ღირებულება – იმ პირობით, რომ იყიდით მანამ, სანამ ეს ტენდენცია ცხელია. ამ სტრუქტურული ტენდენციების ამოღება რთულია და შესაძლოა თქვენი სახლი ძველმოდურად ჩაითვალოს, რაც საჭიროებას გააჩენს გადაკეთების, რათა თქვენი სახლი შეესაბამებოდეს თანამედროვე დროს.

    ამის საპირისპიროდ, სახლის მშენებლობასა და დიზაინს შეუძლია უზრუნველყოს მისი ღირებულება, რომელიც გაგრძელდება თაობებისთვის. მაგალითად, იფიქრეთ თქვენს ამჟამინდელ სამზარეულოზე. წლების შემდეგ, როდესაც თქვენ გადააკეთებთ სამზარეულოს ზედაპირს, ღია თაროებს ან სრულად მის შინაარს – რა დარჩება? რა თვისებების ნახვას აპირებდით თქვენს სახლში ათწლეულების განმავლობაში ან თუნდაც საუკუნეების განმავლობაში?

    მიუხედავად იმისა, რეკონსტრუირებას აპირებთ თუ მთლიანად ახალ სახლს აშენებთ, გადამწყვეტია ბალანსის დაცვა მარადიულსა და ტრენდულს შორის.

 

აირჩიეთ ხარისხიანი მასალები

დაგეგმეთ რომ თქვენს სახლში აღჭურვილობა და მოპირკეთება  დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდეს. გრძელვადიანი, გამძლე ზედაპირები, როგორიცაა ხე და ქვა, შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაძლებს. ინვესტიციამ ხარისხიან მასალებში შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი სახლის ღირებულება, რაც მას საერთო საცხოვრებლად უკეთეს ადგილად აქცევს, ხოლო გაყიდვების მხრივ ფასსაც აწევს.

როდესაც ფიქრობთ ახალი დანადგარების მონტაჟზე ან მდიდრული მასალებით მოპირკეთებაზე თქვენი სახლის, იფიქრეთ სამშენებლო მასალებზეც, რომლებსაც ხედავთ ისტორიულ სახლებზე. ხე, ქვა, ლითონი – ეს მასალები გამოირჩევა მდგრადობთ და გამძლეობის რეპუტაციით. მაშინაც თუ თქვენ მიყვებით ახალ ტენდენციებს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მასალებს, რომელბმაც უნდა გაუძლონ დროს.

მაგალითად, ქვა, ადრე გამოიყენებოდა იატაკის, სხვადასხვა ზედაპირის გასალამაზებლად. დღეს ბევრი მესაკუთრე იყენებს ხელოვნურ ქვას (კვარცი) გრანიტის და მარმარილოს ნაცვლად, თუმცა ვიზუალური მხარე ერთია. ქვა უსაფრთხოა სახლის ყველა ოთახში გამოსაყენებლად. თუ თქვენ ფიქრობთ ქვის გამოყენებას თქვენს ახალაშენებულ სახლში, გამოიყენეთ! არ შეცდებით.

ფრთხილად აირჩიეთ ტრენდული ნივთები

ბევრი ტენდენცია ჩვენამდე მოდის და მიდის ძალიან მალე, ზოგიც რჩება ჩვენთან სამუდამოდ. კარგი მაგალითია თეთრი ფერი სამზარეულოში. თეთრი საერთო ჯამში ითვლება მოდურ ფერად, რომელიც საბოლოო ჯამში ყოველთვის იცვლება. უკვე ბევრი წელია სამზარეულოს ძირითად ფერად აღიარებულია ზუსტად თეთრი.

თავი აარიდეთ ბევრი ტრენდული ნივთების და ფერების ერთად გამოყენებას. თანამედროვე ნივთების განთავსება ძველ, მარადიულ ფონზე – ეს კლასიკური გადაწყვეტაა. მაგალითად: მოდური, ხავერდის ბალიშები ძველ დივანზე – ეს მაგალითი არის ძველის და ახლის თანხვედრა. თვალი ადევნეთ არქიტექტორ-დიზაინერების ბლოგებს, ტენდენციებთან დაკავშირებით.

ფოკუსირება კომფორტზე და გამძლეობაზე

არის ისეთი მასალები, რომლებიც ეწერება როგორც ძველ ისე თანამედროვე დროში და არის მუდმივი. მაგალითად, პარკეტის იატაკი – რომელიც გაძლებს ათწლეულები.

როდესაც არჩევთ მასალებს, მთავარია ყურადღება გაამახვილოთ იმაზე თუ რა გაგრძნობინებთ თავს კომფორტულად. შეიძლება მარმარილოს იატაკი განიჭებთ აღფრთოვანების განცდას. ყველაფერი, რასაც სახლი გეუბნებათ – ეს არის საუკეთესო მასალა სახლისთვის.

პარტნიორობა პროფესიონალთან

ყველაზე მთავარი კომპონენტი, როდესაც გსურთ თქვენი სახლის რეკონსტრუქცია ან ახლის აშენება – ეს არის მუშაობა პროფეიონალებთან, როგორებიცაა არქიტექტორი, მშენებელი, დიზაინერი. პროფესიონალებთან ურთიერთობა ეს არის გარანტი რომ თქვენ შეძლოთ ნახოთ ბალანსი ტრენდულსა და მარადიულს შორის.

PLANETperfecto-ში ჩვენ კონსტულტაციას ვუწევთ მომხმარებლებს პროფესიონალი არქიტექტორ-დიზაინერების დახმარებით და ვაწაროებთ ხარისხიან მშენებლობასა და რემონტს. პროფესიონალური კონსულტაციების დახმარებით თქვენი სახლი ჩვეულებრივიდან გახდება არაჩვეულებრივი, მორგებული დროსა და თქვენს გემოვნებას.

ტენდენციები, თქვენს სახლს აქცევს თანამედროვე, თვალწარმტაც, მიმზიდველ სტუმრებისა და მყიდველებისათვის. თუმცა ისინი ხშირად იცვლებიან, მაინც საშუალებას გვაძლევენ რეგულარულად ვცვალოთ ჩვენი სახლი. მუდმივი მახასიათებლები კომფორტს და სტაბილურობას ქმნიან. ისინი მატებენ ფასს, რომელიც დარჩება თქვენს სახლში სამუდამოდ.