სახლის რემონტი: როგორ მოვაწყოთ ბინა გასაქირავებლად?

სახლის რემონტი: როგორ მოვაწყოთ ბინა გასაქირავებლად?

სახლის რემონტი, შემდგომი გაქირავების მიზნით, საკმაოდ აქტუალური საკითხია საქართველოში.

კომფორტული, სუფთა და ხელსაყრელი: ამ ძირითად მახასიათებლებს ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას ის ადამიანები, რომლებიც საცხოვრებლის ძიებაში არიან.

12

ამიტომაც, გარემო და განწყობა ბინაში სწორედ ისეთი უნდა იყოს, როგორიც ადამიანებს საკუთარ სახლში ყოფნისას ეუფლებათ.

ეფექტური რემონტის საშუალებით, შესაძლებელია საკუთარი ბინის მოწყობა,ისე რომ მომავალ დამქირავებლებს  სახლში ყოფნა მაქსიმალურად კომფორტულად აგრძნობინოთ.

მართალია, ზოგჯერ საკმაოდ რთულია სახლის მოწყობა,განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის სხვა ადამიანების მოთხოვნილებებზე უნდა იყოს მორგებული, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც ამაში დაგეხმარებათ.

წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას,რომლებიც დაგეხმარებათ შექმნათ იდეალური გარემო სახლში.

ხარისხიანი და მყარი ავეჯი

მნიშვნელოვანია შეარჩიოთ უმაღლესი ხარისიხის სარემონტო მასალები და ავეჯი, რადგან თქვენ სახლს მუდამ ეყოლება ახალი მფლობელები, ხშირად მოგიწევთ ავეჯის გადაადგილება, კედლებისა და იატაკის გაწმენდა, რაც მათ ცვეთას გამოიწვევს.

ფერები

სახლის რემონტის ერთ-ერთი არსებითი ელემენტია სწორი ფერთა გამის შერჩევა ინტერიერისთვის, გამოიყენეთ მშვიდი და ნეიტრალური ფერები, როგორიცაა თეთრი, ღია მწვანე და ნაცრისფერი.

მნიშვნელოვანია ფერები ეფექტურად ეხამებოდეს, როგორც ავეჯს, ისე გარნიტურას.

განათება

ოთახისთვის სინათლე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანებისათვის წყალი და ჰაერი.

სახლში არსებულ განათება უშუალოდ მოქმედებს ადმაიანის ხასიათზეც, ამიტომ აუცილებელია, სახლს ნათელი განათება ჰქონდეს. ხშირად განათება მთლიანად ცვლის სახლში არსებულ აურას.

დაბალი და ყვითელ განათება ძველებური სტილის სახლებს შეიძლება მოვარგოთ. ღია და მაღალი განათება კი მეტად ახალგაზრდულ იერს აძლევს თქვენ სახლს.

ისეთ ოთახებში, სადაც ბუნებრივი სინათლე ნაკლებად არის, განათების გაძლიერებაზე გააკეთეთ განსაკუთრებული აქცენტი, რადგან სტუმრებისთვის ეს აუცილებელი ფაქტორია, ბინის შერჩევის დროს.

მისაღები ოთახი

მისაღები ოთახი, ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებს ოჯახი ერთად, ამიტომაც მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რამდენიმე საკითხი:

  • იატაკი – უნდა იყოს მაქსიმალურად გამძლე და თბილი;
  • გათბობა – კარგი იქნება თუ გააკეთებთ იატაკის გათბობას;
  • ავეჯის განლაგება– მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ტელევიზორის და დივანის განლაგება, ისე, რომ დარჩეს სამოძრაო ადგილიც.

სამზარეულო

სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია სახლში. მნიშვნელოვანია თქვენი სახლის სამზარეულო მაქსიმალურად კომფორტული იყოს, ამით თქვენ განსაკუთრებით დაინტერესებთ დამქირავებლებს.

პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ სამზარეულოს ავეჯს, გარნიტურას, სასადილო მაგიდასა და სკამებს.

მას ერთადერთი, რაც უდავოდ სჭირდება არის  სასადილო მაგიდა და სკამები.

აბაზანა

აბაზანა, არ არის საჭირო იყოს ძალიან დიდი ფართობის , მისი მოწყობა პატარა სივრცეშიც საკმარისია.

სარკე აბაზანის ერთ-ერთი განსაკუთრებული ნივთია და მისი მოთავსება არ უნდა დაგავიწყდეთ.

სარკის მეშვეობით, ადამიანებს იმის შესაძლებლობა ეძლევათ, რომ კედელზე საკუთარი ინდივიდუალიზმი წარმოაჩინონ.

არ დაგავიწყდეთ კედლების შევსება მხატვრული ნიმუშებით, რომელიც სახლის ინტერიერს განსაკუთრებულვიზუალს მისცემს, თუმცა არ მოგივიდეთ ზედმეტი.

ბოლო შტრიხი

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ სახლის სისუფთავე… სახლის სისუფთავეზე ზრუნვა ყველა სხვა პატარა დეტალთან ერთად მდიდრულ, ესთეტიკურ და  კომფორტულ გარემოს შექმნის სახლში.