რა უნდა ვიცოდეთ ერგონომიკაზე

ერგონომიკა – ეს მხოლოდ წესების ჩამონათვალი არ არის თუ როგორ უნდა დავდგათ ავეჯი სახლსა და ბინაში. მისი მიზანია შეგვიქმნას კომფორტული სივრცე სამუშაოდ და დასასვენებლად, შექმნას კომფორტული პირობები ჯანსაღი და პროდუქტიული ცხოვრებისთვის. თუ არ იცით როგორ გამოიყენოთ მისი ძირითადი პრინციპები მაშინ გაეცანით ჩვენს რჩევებს:

• თავი აარიდეთ დაბრკოლებებს

ავეჯის შერჩევის და განლაგების დროს ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ მათ მდგომარეობას არამედ სივრცესაც თუ რამდენი ადგილია დარჩენილი გვერდის ასარიდებლად. უარი თქვით მიმოფანტულ ტუმბოებსა და კომოდებზე, შეარჩიეთ ერთი სახის ავეჯი, რომელსაც დადგამთ კედლის გასწვრივ – ასეთ შემთხვევაში გასასვლელი ყველგან ერთი სიგრძის იქნება. მისაღებ ოთახში მაგიდა არ უნდა ფარავდეს დივანთან მისასვლელ გზას – წინააღმდეგ შემთხვევაში სულ მოგიწევს მაგიდის მოძრაობა. შეამოწმეთ ტექნიკა ან/და ავეჯი ხომ არ უშლის ხელს კარს გაღებაში.

• აღჭურვეთ კომფორტულად შესასვლელი ზონა

სახლში სიამოვნებით დაბრუნებისას მთავარი საიდუმლო – კომფორტული შესასვლელია, სადაც ყველა ნივთს აქვს თავის განსაზღვრული ადგილი: სადაც ვტოვებთ ფეხსაცმელს, ვწევთ ხელს და ვდებთ ქუდს თაროზე, ვკიდებთ ქურთუკს და ამ დროს არაფერი გვიშლის ხელს. კარადა ან ღია ჩამოსაკიდებელი, ფეხსაცმლის ტუმბო უნდა იყოს აუცილებლად. ასევე სასურველია იყოს თარო ან კომოდი, სადაც დადებთ გასაღებს, ჩანთას, ხელთათმანებს.

• ყურადღება მიაქციეთ ავეჯის სიმაღლეს

საკიდის და თაროების სიმაღლე, აბაზანასა და შესასვლელში, გათვალისწინებული უნდა იყოს ოჯახის წევრების საშუალო სიმაღლის მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ ავეჯის სიმაღლე იყოფა სამ ჯგუფად. პირველი გამოიყენება დასაჯდომად, მისი სიმაღლე იატაკიდან არის 40-50სმ. მეორე ჯგუფის ავეჯის სიმაღლე არ აღემატება 200 სმ – მასში შედის სარკეები, თაროები. მესამე კატეგორია – ესაა ავეჯი დიდი ხნის მოხმარებისთვის. მისი სიმაღლე შემოიფარგლება თაროს სიმაღლით.

• არ დასხდეთ ტელევიზორთან ახლოს

დივანი და ტელევიზორი – თანამედროვე ადამიანი მთავარი მოთხოვნაა მისაღები ოთახის მოწყობის დროს. გაითვალისწინეთ, რომ უსაფრთხო დაშორება არ არის დამოკიდებული ოთახის სიგრძესა და სიგანეზე, არამედ ეკრანის ზომაზე. მაგალითად, 35-40 დიუმიანი, HD ეკრანი დაშორებული უნდა იყოს არა ნაკლებ 1.8 მეტრით, 50-60 დიუმიანი ამ მანძილს ზრდის 2-2,5 მეტრამდე.

• არ მიადგათ კედელს საწოლი

რაც არ უნდა მიმზიდველად ჟღერდეს ფართის გადიდება კედელზე საწოლის მიდგმით, ეცადეთ ეს არ გააკეთოთ, მითუმეტეს ყველაზე დიდ კედელთან. ასევე გაითვალისწინეთ, რომ საწოლსა და კარადას შორის დაშორება უნდა იყოს არანაკლებ 70სმ. ეს საშუალებას მოგცემთ კომფროტულად გადააადგილდეთ. თუ ოთახი არ გაძლევთ ამის საშუალებას თავისუფალი ადგილი მაინც იყოს მინიმუმამდე.

 

• მიაქციეთ ყურადღება აბაზანას

ნაკლებ მიმზიდველია ავეჯის განთავსება სააბაზანო ოთახში. ეს უნდა გაკეთდეს კომფორტულად და ადამიანისთვის უსაფრთხოდ. 75 სმ უნდა იყოს დაშორება ყველა სანტექნიკურ საგანს შორის. არ ცადოთ ერთად ყველა საგნის განთავსება მომცრო სააბაზანოში: უყურეთ საგნებს რეალისტურად. ხანდახან ჯობია უარი თქვათ დიდ სააბაზანოზე, რომელიც იქნება დუშის კაბინის ხარჯზე. ასევე არაა აუცილებელი დაიდგას ცალკე გასაშრობი, როდესაც არსებობს ალტერნატივა – სარეცხი და საშრობი მანქანა ერთ კომპლექტში.

 

• გამოიყენეთ სამუშაო სამკუთხედის წესი

როდესაც ვსაუბრობთ სამზარეულოს გეგმარებაზე, „სამუშაო სამკუთხედის“ ცოდნის გარეშე ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს. მაცივრიდან სამუშაო სივრცეში შემდეგ გაზქურასა და ონკანთან მისასვლელამდე  უნდა იყო არაუმეტეს 6 მეტრი. გაზქურასა და ნიჟარას შორის უნდა იყო არანაკლებ 40 სმ დაშორება, წყალი რომ არ მოხვდეს ცეცხლს. ეს დაშორება სამუშაო მაგიდის ზედაპირით ისვება. ასევე არაა რეკომენდირებული მაცივრის და გაზქურის ერთად განთავსება ასეთი კომბინაციის შემთხვევაში ზიანდება მაცივარი.