კონკურსი ახალგაზრდა დიზაინერებისთვის!

? კონკურსი ახალგაზრდა დიზაინერებისათვის!

? მრავალფეროვანი, დახეწილი და გემოვნებიანი ოფისის დიზაინის შესაქმნელად PLANETperfecto გეძებს შენ!

თუ ფიქრობ, რომ ხარ კრეატიული და გაქვს შესაბამისი ცოდნა, ჩვენი ჯგუფი უნიკალურ შანსს გაძლევთ!

? გამარჯვებული დიზაინის ავტორი დასაქმდება კომპანიაში! ?

?? აგრეთვე, გამარჯვებულს შესრულებული სამუშაოსათვის გადაეცემა ფულადი ჯილდო! ??

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ ⬇

ჩვენი ჯგუფი, მრავალწლიანი გამოცდილებითა და კვალიფიციურ ინჟინერთა დამსახურებით, უკვე დიდი ხანია სამშენებლო საქმიანობას წარმატებით უძღვება!

ამჯერად, კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ახალგაზრდა დიზაინერი, რომელიც ჩვენი მომავალი ოფისისათვის უნიკალურ, კომფორტულ და გემოვნებიან დიზაინს შექმნის!

თუ ფიქრობ, რომ ხარ კრეატიული და გაქვს შესაბამისი ცოდნა, ეს კონკურსი შენთვისაა!

მუშაობის დაწყებამდე გაეცანით PLANETperfecto-ს ჯგუფის მიერ შექმნილ წინასწარ მონახაზს, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას და დაპროექტდეს მომავალი დიზაინი.

ჩვენი ოფისის დანიშნულებაა შეხვედრაზე მოსული კლიენტი დარწმუნდეს ჩვენი მუშაობის მაღალ ხარისხში და მაქსიმალურად მრავალფეროვანი, დახვეწილი გარემოთი დატკბეს.

პირველ სართულზე განთავსებული იქნება შოურუმი ინდუსტრიულ სტილში. აქ წარმოდგენილი იქნება სტენდებზე მასალები. ჭერი იქნება ბეტონის ფილის, კედლებზე უნდა ჩანდეს სადენები (რათა დამკვეთმა რეალურად იხილოს შესრულების ხარისხი).

მეორე სართულზე განთავსდება მენეჯერის კაბინეტი. ვფიქრობთ, რომ იგი შესრულებული უნდა იყოს კლასიკურ სტილში, განსხვავებით არქიტექტორისა და დიზაინერის ოთახისაგან. ისინი წარმოდგენილები იქნებიან  თანამედროვე და მოდერნული გარემოთი.

მეორე სართულზე აგრეთვე იქნება გაყიდვებისა და დისტრიბუციის ოთახები. (loft styleისათვის დამახასიათებელი დიზაინით).

გარდა ამისა, იქნება ერთი საერთო სველი წერტილიც.

მესამე სართულზე მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი (loft style), საიდანაც იქნება გასასვლელი მწვანე ტერასაზე. ტერასა გათვლილია დასასვენებლად, ამიტომ განწყობის შესაქმნელად გარშემო გაშენებული იქნება ბაღი.

ავეჯი შერულებული უნდა იყოს მაქსიმალურად შავი რკინითა და ხით, გარდა მენეჯერის კაბინეტისა, რომელიც კლასიკურ სტილში იქნება შესრულებული.

ამ კონკურსის მიზანია გამოვლინდეს ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად ახალი შანსი სჭირდებათ. გამარჯვებული იანვრის თვიდან დასაქმდება კომპანიაში და კონკურსის ფარგლებში ფულად ჯილდოსაც მიიღებს!

მონაწილე უნდა იყოს არაუმეტეს 27 წლის, უპირატესობა მიენიჭება ახალკურსდამთავრებულს.

შესრულებული საკონკურსო დავალება გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე:  info@planetp.ge

დამატებითი კითხვებისათვის დაგვიკავშირდით 591 20 66 20

  • გვესაჭიროება მხოლოდ რენდერები, სამუშაო ფაილები უნდა შეასრულოს გამარჯვებულმა!
  • დავალების გადმოგზავნის ვადაა 10 ოქტომბერი!

?? PLANETperfecto- შევიქმნათ იდეალური გარემო ??