იდეები ეზოს დიზაინისთვის, რომლებიც იდეალური იქნება თქვენი დასვენებისთვის.

იდეები ეზოს დიზაინისთვის

საკუთარი სახლის ინტერიერის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და მფლობელები ხშირად დიდ დროს, ენერგიას და თანხებს ხარჯავენ, რომ ის კარგად გამოიყურებოდეს. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ლანდშაფტის და ეზოს მოწყობა, იმისთვის რომ თქვენი სახლი იდეალური იყოს.

3

განსხვავებული და გამორჩეული ლანდშაფტის დიზაინი თქვენს ეზოს უფრო მეტ ხიბლს სძენს, ვიდრე უბრალოდ გამწვანებული მდელო. სხვადასხვა დეკორების გამოყენება, კი დაგეხმარებათ მოიწყოთ იდეალური დასვენება სახლიდან გაუსვლელელად.

გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ და გახადოთ თქვენი ეზო უფრო მიმზიდეველი და სასიამოვნო.

ცეცხლის დასანთები სივრცე ეზოში  (ეზოს ბუხარი)

ცეცხლის დასანთები ადგილი ეზოში არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ შეიკრიბოთ და დაისვენოთ წლის ნებისმიერ სეზონზე.

მის შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტივი მეტალის სტილი, ან სცადოთ უფრო დახვეწილი ინდივიდუალური სტილები.

განცალკევებული სივრცე მცენარეებით

თუ თქვენ გიყვართ განმარტოვება და ბუნების წიაღის სიმშვიდეში დასვენება განცალკევებული სივრცის შემქნა ძალიან მარტივი და მოსახერხებელი იქნება , ღობედ შეგიძლიათ მცენარეები გამოიყენოთ, რაც კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს შექმნის.

სასადილო სივრცე ეზოს უკან

ასეთი ადგილი ყველაზე სასიამოვნოა ზაფხულის პერიოში , თქვენ არ დაგჭირდებათ გამუდმებით პიკნიკებზე სიარული, პატარა მაგიდა და პატარა სამზარეულო თქვენი ზაფხულის ცხელი დღეების პრობლემას აუცილებლად გადაჭრის.

ეზოს შადრევანი

შადრევნები არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება შეუნარჩუნოთ თქვენს ეზოს სიმშვიდე და მყუდროება. მათი შექმნა და დაყენება კი  ძალიან მარტივია.

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მზა შადრევნის ფორმები ან თავად შექმნათ ისინი.  გარშემო რამდენიმე მცენარე და თქვენ ნამდვილად გექნებათ კერძო ოაზისი თქვენს ეზოში.