დასასვენებელი სახლის მოწყობის იდეები!

როგორ მოვაწყოთ აგარაკი?

აგარაკი არის ადგილი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში თქვენი დასვენებისა და განტვირთვის თვალსაზრისით.

dreamstime_s_5430747

 

 

98c775a4b598fb0c7ffcd3f89614d898

არ აქვს მნიშვნელობა სადაა თქვენი დასასვენებელი სახლი მთაში თუ ზღვის სანაპიროზე, არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ქალაქგარეთ სახლის მოსაწყობად.

 

 

 

ნათელი ფერები ინტერიერში

პირველ რიგში აუცილებელია ქალაქგარეთ სახლის ინტერიერისთვის გამოიყენოთ ნათელი ფერები. ეს აამაღლებს თქვენ განწყობას და დაგეხმარებათ იდეალურად დასვენებაში.

667623c4b5ee0d0c63dd8ed9133e9712

 

 

 

 

 

 

 

 

სწორი ავეჯის შერჩევა

ზაფხულის პერიოდში დროის უმეტეს ნაწილს ეზოში ან აივანზე ვატარებთ, ამიტომ საჭიოა სახლისთვის შევარჩიოთ შესაბამისი ავეჯი, რომელიც უნდა იყოს მდგრადი და გაუძლოს ამინდის ცვლილებას.

შესაძლებელია აირჩიოთ ავეჯის ერთი კომპლექტი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც შიგნით ასევე გარეთ. საუკეთესო ვარიანტია ხის ავეჯი.

dreamstime_s_5430747

 

 

 

 

 

 

მინიმალისტური მიდგომა

ქალაქგარეთ სახლის დატოვება დიდი ხნით გვიწევს, ამიტომ არაა აუცილებელი გაავსოთ ის ძვირფასი ნივთებით. იყავით მინიმალისტური და მხოლოდ აუცილებელი ნივთებით შემოიფარგლეთ.

dreamstime_s_235536

 

 

 

 

 

 

 

ჭურჭელი არ დაგავიწყდეთ

ქალაქგარეთ სახლი ხშირად მეგობრების შეკრების საუკეთესო ადგილია, ჭურჭელი კი იმ მნიშვნელოვანი ნივთების ჩამონათვალი, რომელიც საკმარისი რაოდენობით უნდა იყოს სახლში.

დასვენებამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ თქვენი სახლი აღჭურვილია ყველა საჭირო ჭურჭლით.

dreamstime_s_35212800

 

 

 

 

 

 

 

 

ღია სივრცე

დასვენება გულისხმობს მოდუნებას, დახუთული ქალაქიდან წამოსვლას, ამიტომ აუცილებელია სახლში გქონდეთ ღია სივრცე,  ოთახი რომელიც არ იქნება გადატვირთული ავეჯით.

ამ კუთხით, ღია სივრცის სამზარეულო, აივნის სიახლოვეს არის საუკეთესო ვარიანტი.

dreamstime_s_6326033

 

 

 

 

 

 

ლამაზი მცენარეები

ფერადი ბაღი ცოცხალი ყვავილებით კიდევ უფრო მეტ  ხალისს შესძენს თქვენს დასვენებას, ფერადი დეკორაციები კი თქვენი სტერესიის დაძლევის საუკეთესო საშუალება იქნება.

5a893a7d8cd6f83acfbeb24e2fed5562

 

 

 

 

 

 

 

 

იმედია დაგეხმარათ ჩვენი სტატია ან თუნდაც ოდნავ გაგახალისათ, დააკომენტარეთ, თქვენ რას დაამატებდით აღნიშნულ ჩამონათვალს?