გეგმარების ღია კონცეფცია თუ ტრადიციული/დახურული

ღია კონცეფცია თუ დახურული ტრადიციული დახურული?

ყველანი ვეთანხმებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა სახლში ტენიანობის ნორმაზე შენარჩუნებას, პროექტირების დროს კომუნიკაციის განხორციელებას და სხვა. ამასთან თითოეულ მათგანს განსხვავებული ხედვა გვაქვს, როდესაც სახლის პროექტირებასა და შემდგომ მის მშენებლობაზე ვიწყებთ ფიქრს. აზრი იყოფა ორად თუ რომელია უკეთესი: სართულის ღია გეგმარება თუ ტრადიციული? ჩვენ ყველანი ვაღიარებთ , რომ თითოეულს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე და ეს ნამდვილად გემოვნების საკითხია. თუ თქვენ დაიღალეთ იმაზე ფიქრით თუ რომელი გეგმარებაა უკეთესი, არ ინერვიულოთ: ამ ბლოგში ჩვენ შევადგინეთ რამდენიმე დადებითი და უარყოფითი მხარეები.

სანამ დავიწყებთ განვსაზღვროთ თუ რა არის სართულის გეგმა. ტრადიციული თუ ღია გეგმის შესაბამისად, სახლში ჩნდება თავისი დანიშნულების სივრცეებიი ან ოთახები კედლებს შორის მოქცეული. ღია გეგმარებში არ არის კედლები სხვადასხვა სივრცეების გამოსაყოფად, შესაბამისად სამზარეულო, სასადილო და მისაღები შეიძლება ერთ დიდ ფართში განაწილდეს. ქვემოთ მოცემულია 7 საკითხი, რომელთა განხილვაც საჭირო იქნება გეგმარების ტიპის ასარჩევად.

 

                                                                                       ესთეტიკა

    ღია გეგმები ხშირად უკავშირდება შედარებით თანამედროვე სტილს, მაგალითად როგორებიცაა ლოფტი და ინდუსტრიული სტილის სახლები. იმისდა მიუხედავად, რომ ეს ღია სივრცეა ინტერიერის დიზაინის გაკეთება უფრო რთულდება. მთლიანი სივრცე უნდა იყოს შეკრული, რაც გულისხმობს სასადილო და მისაღების ოთახის ავეჯი არა მარტო ერთამენთთან უნდა ჰქონდეთ სტილობრივი მსგავსება არამედ სამზარეულოს ავეჯთანაც.

დახურული, ტრადიციული გეგმარების შემთხვევაში თითოეულ ოთახს აქვს თავისი დიზაინი, ინდივიდუალური ფერი, სტილი. ასეთ შემთხვევაში ინტერიერის დიზაინი უფრო მეტ  საშუალებას და გასაქანს იძლევა.

თუმცა, ერთი უპირატესობა, რომელსაც აქვს ღია გეგმარებას არის განათება. უკედლო სივრცეში ბუნებრივი განათება უფრო ფილტრავს, სახლს დიდს და ნათელს ხდის.

 

სივრცე

ღია გეგმარება საშუალებას აძლევს ოჯახის წევრებს შედარებით მარტივად გადაადგილდნენ, უადვილდებათ კომუნიკაცია. ასევე გვთავაზობს უფრო მეტს მოქნილობას, როდესაც საქმე ეხება სივრცის გონივრულად გამოყენებას. კედლების გარეშე სივრცეების სხვდასხვა მიზნებისთვის გადაკეთება ადვილია.

დახურულ, ტრადიციული გეგმარებაში პატარა სივრცის შეგრძნება გვიჩნდება. მეორეს მხრივ, ეს ხელს უწყობს ოთახებში სითბოს და სიმყუდროვის შენარჩუნებას.

 

                                                                                            დაცულობა

 

 

ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ღია გეგმარების არის უშუალო კომუნიკაცია აღმზრდელ/მშობელსა და ბავშვს შორის. როდესაც კედლები არ არის გაცილებით ადვილია ყურადღება მიაქციოთ პატარა ბავშვებს ან მოხუც ნათესავებს, რომლებსაც შეიძლება მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდებოდეს, რასაც დახურული გეგმარება არ გვაძლევს საშუალებას.

 

 

 

კონფიდენციალურობა

რაც შეეხება კონფიდენციალურობას, ღია გეგმარებას აქვს ისეთი შეზღუდვები, რომელებიც არ აქვს დახურულ გეგმარებას. კარის ან გამოყოფილი ოთახების გარეშე, თითქმის შეუძლებელი ხდება პირადი საქმეების წარმოება ამასთან კედლები და კარი ხმის იზოლაციაში ეხმარება სახლს და უფრო კონფიდენციალურს ხდის.

 

სუნი

ზოგიერთ ჩვენგანს არ მოსწონს როდესაც სამზარეულოდან გამოდის სპეციფიური სურნელი. ღია გეგმარების შემთვევაში სამზარეულო ღიაა სახლის სხვა სივრცეებისთვის. ეს იმას ნიშნავს რომ სამზარეულოს ძლიერი სუნი მთელს სახლს ედება. ზოგიერთი ადამინიასთვის ეს ნაკლოვანებაა ასეთი გეგმარების. ვინაიდან შესაძლოა ალერგიული იყოს სანელებლებზე.

 

სისუფთავე

დახურული გეგმარების დროს სისუფთავის შენარჩუნება უფრო ადვილია. იკეტება გარკვეული ოთახები და სხვა სივრცეებში არ გადის მტვერი და სხვა დანარჩენი. თუმცა ღია გეგმარების შემთხვევაში ერთი მთლიანი იატაკის მოწმენდა შედარებით მარტივად და სწრაფად ხორციელდება.

 

 

გაყიდვა

დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე, სახლის არქიტექტურულ სტილზე. ღია გეგმარებას შეიძლება უპირატესობა ჰქონდეს, როდესაც საქმე გაყიდვას ეხება. ბევრს მოსწონს ღია გეგმარების კონცეფცია, რომლის პოპულარობა იზრდება წლების განმავლობაში. შესაბამისად უფრო გაყიდვადი სახლი არის ისეთი რომელსაც აქვს ღია გეგმარება. თუმცა ტენდენციები იცვლება, ვინ იცის ტრადიციული გახდეს ტრენდი.